ამინდის პროგნოზი

ბმულები

მონაწილეობდნენ მე-10 გ კლასის მოსწავლეები. ეს იყო სპექტაკლისებური ღონისძიება, მე-10 კლასელებმა წაიკითხეს ზ. სალუქვაძის, ლ.ასათიანის ლექსები. იყო ქორეოგრაფიული ნომრები, შეასრულეს სიმღერები, წარმოადგინეს სკეტჩი, ,,აჭარული ოჯახი".
ღონისძიებას ფონად ედო გია ყანჩელის მელოდიები.
აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეების ერთმანეთთან მეტად დაახლოებას, კლასგარეშე საქმიანობაში მათ ჩართულობას მათივე სურვილისამებრ.

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.