ამინდის პროგნოზი

ბმულები

აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ,,კონკურსები და ოპლიმპიადები" - ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებულ კონკურსში, ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის 8ე კლასის (მათემატიკის პედაგოგი მ.ლომთაძე) მოსწავლემ სესილი ბარათაშვილმა მათემატიკის ოლიმპიადაზე მე-2 საპრიზო ადგილი მოიპოვა.
ვულოცავთ სესილის ამ გამარჯვებას👏👏💝💝

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.