ამინდის პროგნოზი

ბმულები

ამა წლის 28 დეკემბერს I-ე კლასის მოსწავლეებმა( კლასის დამრიგებელი ნანა ზენაიშვილი) მოაწყვეს საახალწლო ზეიმი. წითელ კოსტიუმებში გამოწყობილმა პატარებმა კარგად მოირგეს თავიანთი როლები და წარმოადგინეს ლექსები , სიმღერები და ცეკვები. ზეიმს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორის მოადგილე ქალბატონი ნინო გოგოლიშვილი და მოსწავლეთა მშობლები. დასასრულს ქალბატონმა ნინო გოგოლიშვილმა მოსწავლეებსა და სტუმრებს მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი და უსურვა შემდგომი წარმატება.

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.