2024 წლის 19-20 იანვარს ჩატარდა ლატვიის საერთაშორისო ტურნირი ჭაბუკთა და მცირე ჭაბუკთა შორის კარატეში, სადაც საქართველოს შემადგენლობა მონაწილეობდა. აჭარის კონტაკტური კარატეს ფედერაციის წევრები 18 სპორტსმენით იყო წარმსდგარი. მათ შორის სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-4ვ (დამრ. მაკა ჩიკაშუა) კლასის მოსწავლე დავით ნოღაიდელმა 30 კგ. წონის კატეგორიაში მე-2 ადგილი დაიკავა და ის ვერცხლის თასის მფლობელი გახდა. ვულოცავთ დავითს ამ წარმატებას.