ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-2ე (დამრ. ირმა დევაძე) კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს და განიხილეს ნინო სურმავას, ვასო გულეურისა და ლადო ასლამაზიშვილის მოთხრობები. ნახეს დოკუმენტური ფილმი ქაღალდისა და წიგნის დამზადების შესახებ.
ესტუმრნენ სტამბას. დაესწრნენ წიგნის ბეჭდვის პროცესს. გაიმართა საინტერესო საუბარი სტამბის ხელმძღვანელ, ბატონ გიორგისა და მოსწავლეებს შორის. დაამზადეს ხელნაკეთი წიგნები. გაეცნენ წიგნის ბეჭდვის ისტორიას. შეხვედრა ძალიან საინტერესო და სახალისო იყო.







