სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-11ბ (დამრ. მანველიტა სარჯველაძე) კლასის მოსწავლე ლიანა ჩიხლაძე მოსწავლეთა 77-ე სასწავლო კვლევითი კონფერენციის გამარჯვებულია.👏👏👏
ლიანა სკოლაში მოქმედი ეკო კლუბის ,,ჩვენი გარემო“-ს წევრია.
,,შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავება და შეგროვილი ნარჩენების სეპარირება“ - ეს იყო თემა, რომელზეც იმუშავა მოსწავლემ, სადაც ნათლად გამოვლინდა კავშირი მდგრადი განვითარების მე-14 მიზანთან.
მოსწავლემ საუკეთესოდ წარმოადგინა ნაშრომი და საქართველოს მასშტაბით პირველი ადგილი მოიპოვა.
მას მენტორობას უწევდა ბიოლოგიის მასწავლებელი, ქალბატონი მადონა წივწივაძე.
ვულოცავთ ლიანას და ქალბატონ მადონას ამ დიდ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს შემდგომ საქმიანობაში.👏👏👏💖💖💖







