ამინდის პროგნოზი

ბმულები

17 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში ,,ჩემი პირველი კომპიუტერი“ ჩვენი სკოლის 4 მეათეკლასელს:

  1. ხატია თენიეშვილი;
  2. ნინო აბუსელიძე;
  3. ეკა ჯოგლიძე;
  4. შორენა სოლომონიძე;

რომლებმაც წარჩინებით დაამთავრეს საბაზო საფეხური 2009/2010 სასწავლო წელს პორტატული კომპიუტერი გადაეცა. კომპანია ,,ჯეოსელ„–მა საჩუქრად ოთხივე მოსწავლეს გადასცა უკაბელო ინტერნეტ–მოდემი ჯეოსელ–კონექტი.

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.