ამინდის პროგნოზი

ბმულები

2024 წლის 21-22 დეკემბერს, ქალაქ ბათუმში, მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართა ნადეჟდა ორლოვას სახელობის საერთაშორისო ტურნირი - მხატვრულ ტანვარჯიშში.
შეჯიბრში მონაწილეობას იღებდა სომხეთის, ქუთაისის, ზუგდიდის, თელავის, საგარეჯოს, ბათუმის და თბილისის სხვადასხვა კლუბები, ჯამში 300-მდე ტანმოვარჯიშე.
ქ. ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე მარიამ ეზიაშვილმა წარმატებით იასპარეზა ამ ტურნირში და დაიკავა მრავალჭიდში, გურზებით ვარჯიშსა და რგოლით ვარჯიშში პირველი ადგილები 🥇🥇🥇. ასევე, ამ ტურნირში მარიამმა მოიპოვა ტიტული - “მის მაყურებლის სიმპატია”და გადაეცა სიმბოლური საჩუქარი.
ვულოცავთ მარიამს ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ!❣️👏❣️

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.