1 მაისიდან ჩვენი სკოლის ბაზაზე შეიქმნა და მუშაობს ფიზიკის კლუბი "Gforce – აჩქარება ცოდნისკენ",
1 მაისიდან ჩვენი სკოლის ბაზაზე შეიქმნა და მუშაობს ფიზიკის კლუბი "Gforce – აჩქარება ცოდნისკენ", რომელიც განკუთვნილია მე-8, 9 კლასის მოსწავლეებისთვის. კლუბს ხელმძღვანელობს ფიზიკის მასწავლებელი თამარ ანანიძე, @Tamar Ananidze, ბირთვული კვლევების საერთაშორისო ორგანიზაცია CERN-ის სტაჟირების მონაწილე.
🔬 კლუბის მიზანია მოსწავლეებისათვის ფიზიკის გაცნობა ინტერაქტიული და სახალისო გზით.
✅ ვიქტორინები
✅ შემეცნებითი პრეზენტაციები
✅ სახალისო ამოცანები
✅ გუნდური აქტივობები
კლუბი გააგრძელებს მუშაობას 15 სექტემბრიდან მთელი სასწავლო წლის განმავლობაში – ახალი, შემეცნებითი იდეებით!
🚀 Gforce = მოტივაცია, აღმოჩენა და მეცნიერების სიყვარული!
#Gforce #PhysicsClub #ბათუმის8სკოლა #ცოდნისკენ #ფიზიკა #CERN #განათლება #STEM
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-4 ,,ვ" კლასი ემშვიდობება დაწყებით საფეხურს🌺🌺🌺
ლამაზი და ემოციებით დატვირთული საღამო💝💝💝
დამრიგებელი - ვარდო შერვაშიძე
დათი ნოღაიდელის კიდევ ერთი დიდი გამარჯვება🥋✊️🥋
საქართველოს ჩემპიონი
U 12 კონტაქტურ კარატეში
თბილისი 08.06.2025 წ.
#ბავშვები_მწერალთა_სახლში
ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის მე-6 ,,ზ" კლასის მოსწავლეების ლიტერატურული კომპოზიცია „ჩემი ხატია სამშობლო“ - აკაკი წერეთლის პოეზიის დრო.(სადამრიგებლო საათი).
დამრიგებელი - ნანა მალაყმაძე
მოგესალმებით ჩვენს განსაკუთრებულ ღონისძიებაზე - გარემოს დაცვით კონკურსზე
მოგესალმებით ჩვენს განსაკუთრებულ ღონისძიებაზე - გარემოს დაცვით კონკურსზე, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მტკივნეულ პრობლემას, მძიმე მეტალებით გარემოს დაბინძურებას ეძღვნება. დღეს ჩვენ ერთად გავიარეთ საინტერესო და უაღრესად მნიშვნელოვანი გზა. ლოგოებიდან ესეებამდე. პრეზენტაციებიდან და ფილმებიდან დებატებამდე. თითოეულმა თქვენთაგანმა შეძლო, წარმოეჩინა საკუთარი ცოდნა, კრეატიულობა, და რაც მტავარია, პასუხისმგებლობა გარემოს მიმართ. ვისაუბრეთ მძიმე მეტალების უხილავ საფრთხეზე, იმაზე, თუ როგორ აღწევენ ისინი ჩუმად ნიადაგში, წყალში, ჰაერში და საბოლოოდ ჩვენს ორგანიზმში. გავიგეთ, რომ ტყვია, კადმიუმი, ვერცხლისწყალი და სხვა მსგავსი ელემენტები, მიუხედავად სასარგებლო გამოყენებისა იდუსტრიაში, არასწორი მართვის შემთხვევაში, ნამდვილ უხილავ მტრებად იქცევიან...
ქიმიის პედაგოგი - მაია ჩაგანავა Maia Chaganava
გვერდი 5 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







