ამინდის პროგნოზი

ბმულები

13 თებერვალს, #8საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე,ბატონი ცოტნე ანანიძე,რომელიც დაესწრო #8საჯარო სკოლის, X- ე კლასის მოსწავლეების მიერ განხორციელებული პროექტის პრეზენტაციას,სახელწოდებით "არა,ბულინგს!"


პროექტის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა მრავალი აქტივობა.კერძოდ: მოსწავლეებმა, სასკოლო თემში და საზოგადოებაში ჩაატარეს კვლევა; გადაიღეს ვიდეო-რგოლები;მოამზადეს პრეზენტაციები და საიფორმაციო ბროშურები.შეხვედრა იყო საკმაოდ ინტერაქციული და საინტერესო.დიდი მადლობა,ბატონ ცოტნეს და სკოლის დირექციას მხარდაჭერისათვის.

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.