სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის 11-გ კლასის მოსწავლე კირა კვეკვესკირი პროგრამა „FLEX” -ის ფინალისტია, ეს არის მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა, რომელიც 9-11 კლასის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს 1 აკადემიური წელი გაატაროს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისწავლოს ამერიკულ სკოლაში და იცხოვროს ამერიკელ ოჯახთან ერთად.
პროგრამას აფინანსებს ამერიკის მთავრობა და ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები. აშშ-ში ყოფნისას ქართველ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, გააცნონ თავიანთი კულტურა ამერიკელებს და ასევე, გაეცნონ ამერიკულ კულტურას სკოლაში სწავლის, ოჯახური ცხოვრებისა და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის გზით.
„FLEX” პროგრამის ფინალისტები შეირჩა ვაშინგტონის დამოუკიდებელი კომისიის მიერ, რომელიც შედგება განათლების დარგის ამერიკელი სპეციალისტებისაგან. შერჩევის პროცესი დაფუძნებულია კონკურსზე. კონკურსი კომპლექსურია და განისაზღვრება ელექტრონულად შევსებული აპლიკაციის, რეკომენდაციების, ინგლისური ენის ცოდნის დონისა და კანდიდატის მიერ გამომჟღავნებული ერთწლიანი გაცვლითი გამოცდილებისათვის მზადყოფნის საფუძველზე.
ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და უდიდესი დამსახურება მოსწავლისათვის. დარწმუნებული ვართ ,,FLEX“ გახდება საფუძველი კირას მომავალი წარმატებისათვის.
სრულიად მე-8 სკოლა ულოცავს კირას ამ დიდ მიღწევას და ამაყობს ამ სასიამოვნო ინფორმაციით.👏💖👏







