ამინდის პროგნოზი

ბმულები

1 მაისიდან ჩვენი სკოლის ბაზაზე შეიქმნა და მუშაობს ფიზიკის კლუბი "Gforce – აჩქარება ცოდნისკენ", რომელიც განკუთვნილია მე-8, 9 კლასის მოსწავლეებისთვის. კლუბს ხელმძღვანელობს ფიზიკის მასწავლებელი თამარ ანანიძე, @Tamar Ananidze, ბირთვული კვლევების საერთაშორისო ორგანიზაცია CERN-ის სტაჟირების მონაწილე.
🔬 კლუბის მიზანია მოსწავლეებისათვის ფიზიკის გაცნობა ინტერაქტიული და სახალისო გზით.
✅ ვიქტორინები
✅ შემეცნებითი პრეზენტაციები
✅ სახალისო ამოცანები
✅ გუნდური აქტივობები
კლუბი გააგრძელებს მუშაობას 15 სექტემბრიდან მთელი სასწავლო წლის განმავლობაში – ახალი, შემეცნებითი იდეებით!
🚀 Gforce = მოტივაცია, აღმოჩენა და მეცნიერების სიყვარული!
#Gforce #PhysicsClub #ბათუმის8სკოლა #ცოდნისკენ #ფიზიკა #CERN #განათლება #STEM

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.