ამინდის პროგნოზი

ბმულები

მოგესალმებით ჩვენს განსაკუთრებულ ღონისძიებაზე - გარემოს დაცვით კონკურსზე, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მტკივნეულ პრობლემას, მძიმე მეტალებით გარემოს დაბინძურებას ეძღვნება. დღეს ჩვენ ერთად გავიარეთ საინტერესო და უაღრესად მნიშვნელოვანი გზა. ლოგოებიდან ესეებამდე. პრეზენტაციებიდან და ფილმებიდან დებატებამდე. თითოეულმა თქვენთაგანმა შეძლო, წარმოეჩინა საკუთარი ცოდნა, კრეატიულობა, და რაც მტავარია, პასუხისმგებლობა გარემოს მიმართ. ვისაუბრეთ მძიმე მეტალების უხილავ საფრთხეზე, იმაზე, თუ როგორ აღწევენ ისინი ჩუმად ნიადაგში, წყალში, ჰაერში და საბოლოოდ ჩვენს ორგანიზმში. გავიგეთ, რომ ტყვია, კადმიუმი, ვერცხლისწყალი და სხვა მსგავსი ელემენტები, მიუხედავად სასარგებლო გამოყენებისა იდუსტრიაში, არასწორი მართვის შემთხვევაში, ნამდვილ უხილავ მტრებად იქცევიან...
ქიმიის პედაგოგი - მაია ჩაგანავა Maia Chaganava

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.