ამინდის პროგნოზი

ბმულები

nino-gogolishviliდირექტორის მოადგილე: ნინო გოგოლიშვილი

დაიბადა ქ. ბათუმში 1958 წლის 24.03–ს.

1965 წელს სწავლა დაიწყო ქ. ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის  №2 საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1975 წელს.

1977 წელს შევიდა შ. რუსთაველის სახელობის ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის დაწყებითი განათლების მეთოდიკისა და პედაგოგიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1982 წელს.

 

სწავლის პერიოდში მუშაობდა პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკურ სასახლეში წრის ხელმძღვანელად. (1975 წლიდან 1980 წლამდე).

1980 წლის 02.10–დან მუშაობდა №22  საშუალო სკოლის უფროსპიონერ ხელმძღვანელად (1983 წლის 29.07–მდე).

1980 წლის 29.07–დან 1990 წლის 01.10–მდე მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდობის აჭარის საოლქო კომიტეტში, სასკოლო განყოფილების გამგის მოადგილედ, ბოლოს რეფერანტად.

1990 წლის 01.10–დან მუშაობდა 22–ე სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად.

2001 წლის 01–09–დან დაინიშნა №22 სკოლის დირექტორის მოადგილედ. (ახლანდელი სსიპ ქალაქ ბათუმის №8 საჯარო სკოლა).

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.