ამინდის პროგნოზი

ბმულები

ერთი დღეც გავიდა. კიდევ 2 წელი, 3 წელი და 11 დღე... ამ დროსაც გავუძლებ და თავისუფალი ვარ! თავისუფლება ... ამ სიტყვის მნიშვნელობაც კი დამავიწყდა. იმდენი ხანი გავიდა, რომ ვეღარც კი ვგრძნობ სხეულის ტკივილს.ვერც იმ სუნს 5 წელია რომ ვუძლებ. აღარც უძილობა მახსოვს, პირველ ხანებში ყველაზე მეტად რომ მაწუხებდა. აღარც ზიზღი, ყოველ მეოთხე დღეს 40 კაცის ნაწოლ საწოლში რომ მძინავს.აღარც უსინათლობა და უჰაერობა! უბრალოდ სული მტკივა და გული...

ყოველ დღე ერთი და იგივე... მხოლოდ ერთი დღეა კვირაში განსაკუთრებული, სანახავად როცა მოდიან ჩემთან ხან დედა, ხან და და ხან მეგობრები. მამა არ მოდის _ მე ასეთ კაცად არ აღმიზრდიხარო.

მართლა არაფერი მაკლდა... უბრალოდ სულმა წამძლია და მოვიპარე ძალიან მდიდარი ადამიანის ძალიან ძვირფასი საათი. ჰმ, კლეპტომნი ვარ რა... მართალია მამა. რას ვიფიქრებდი თუ შვიდ წელს მომცემდნენ, არადა, ძალიან ადვილია ასეთ დანაშაულზე სასჯელის შემსუბუქება. უბრალოდ ყველას და ყველაფერს პატრონი უნდა...

კიდევ კარგი ცოლ-შვილი არ მყავდა, მათაც დავტანჯავდი. იმას კი ნამდვილად არ ვიფიქრებიდ თუ აქ, ამ საშინელ პირობებში შეყვარებას შევძლებდი. ოხ, ეს თანამედროვე ტექნოლოგია ... ტელეფონი რომ არ მქონოდა შვიდი წლის განმავლობაში მართლა ვერ გავიცნობდი ვერავის. მაგრამ მქონდა და მეც გავიცანი. აქ რომ კაცი ტანჯვას დაიმატებს მთლად ნორმალური არ უნდა იყოს. სიყვარულის თავი მქონდა ახლა?! არადა, რა საყვარელია... გუშინ წინ დაბადების დღე ქონდა და მეც მივულოცე:

,, დღეს შენი დღეა, ჩემო ბაჭიავ,

ვდგავარ, გილოცავ უმანკო გულით,

მაპატიე რომ დღეს შენთან არ ვარ

ლამაზ ყვავილთა მე თაიგულით.

როგორ მინდოდა შენს მეგობრებთან

მეც მეთქვა ერთი ჩემი სათქმელი,

შენი ფანჯრის წინ კრძალვით დამენთო

ღვთისგან ნაკურთხი წმინდა სანთელი.

მაგრამ ვაი, რომ მე დღეს სულ სხვა ვარ,

სხეული ჩემი პატიმარია,

მხოლოდ გული მაქვს თავისუფალი

და ისიც შენი საჩუქარია.“

აჰა, გულიც გავაჩუქე . მაგრამ მალე გამოვალ და დავიბრუნებ. თუმცა ზუსტად არც ვიცი... ვის უნდა პატიმარი? არავის!მე მაინც შევეცდები. მიკვირს კიდეც, ამდენი ტანჯვის შემდეგ ბრძოლის უნარი კიდევ რომ შემომრჩა, ალბათ, ახალგაზრდა ვარ და იმიტომ. ხელის ჩაქნევას არ ვაპირებ. ცხოვრება ხომ გრძელდება. არც არავისი სიბრალული არ მჭირდება. რაც იყო-იყო! გამოვალ და არასოდეს არავის აღარაფერს აღარ მოვპარავ! პატიოსნად ვიცხოვრებ!ყველას და ყველაფერს ვფიცავარ: დედას, მამას, დას და კიდევ იმ ერთ ქურდს, გული რომ მომპარა.

მირანდა სურმანიძე

XII  კლასი

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.