ამინდის პროგნოზი

ბმულები

... გარეთ წვიმს, თან უკვე დიდი ხანია. საშინელი ამინდია, ბუნება თითქოს გლოვობს რაღაცასაო. ისე კი გარბის, რაც ძალი და ღონე აქვს, არ იშურებს თავის გადასარჩენად არაფერს თუმცა იცის უკვე რა მოელის და სად მოხვდება. აი კიდევ რამოდენიმე წუთი და  ის უკვე ციხეშია...  იცოდა მან, რომ ბოლოს და ბოლოს მოუწევდა აქ ცხოვრება, იცოდა და ბედს შეეგუა. ეს ახალგაზრდა კაცი, რომელსაც სულ რაღაც ახლა შესრულდებოდა       20 წელი, ქვეყანას ფეხზე აყენებდა, ვინ არ იცოდა მისი სახელიდა ვინ არ იცნობდა მას.

რამდენი ბოროტი საქმე ჩაუდენია და რამდენჯერ მის მაგივრად სხვა დაუჭერიათ, რამდენი სისასტიკე გაუკეთებია და ახლა აქ არის, ამ ცივ, უსასრულო ციხეში და თანდათან ეგუება თავის მდგომარეობას. ახლა კი იმიტომ ზის ციხეში, რომ საყვარელი ქალის გამო კაცი მოკლა. თუმცა ეს მისთვის პირველი მკვლელობა არ იყო.

სამთვიანი პატიმრობის შემდეგ საბოლოო განაჩენი გამოუტანა სასამართლომ-სამუდამო პატიმრობა, თუმცა შეეცოდათ და 30  წელი მისცეს. მიუხედავად ამისა, ეს 30 წელი მისთვის სამუდამო პატიმრობის ტოლფასი იყო. 30 წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა, ის კი კიდევ იქ, იმ ციხეში ზის. ის ელის, როდის გააღწევს ამ უსასრულოებისაგან. მას იმედი არასოდეს არ დაჰკარგვია...

...გარეთ კვლავ წვიმს, უკვე დიდი ხანია, და კვლავ ისეთი საშინელი ამინდია, როგორც 30 წლის წინ იყო....

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულია! ეკლესიაში უამრავი ხალხია! ისიც იქ არის, თუმცა ახლა ვერც კი წარმოიდგენთ როგორი. ის უკვე ეკლესიის მსახურია და ღმერთს ემსახურება. 30 წლის მანძილზე ბევრ რამეზე დაფიქრდა და აი, გამოასწორა  კიდევაც თავისი შეცდომები. ის ახლა სხვა მსახურებთან ერთად არის ტაძარში. და აი, ამდენ ხალხში რას ჰხედავს, იმას რისი დაჯერებაც მას არ უნდოდა. მის წინ იდგა ის ადამიანი, ვის გამოც კაცი მოკლა და ახლა ეს ქალი მის წინ იდგა. წამით შეტოკდა მის დანახვაზე, უნდოდა იქეთ, მისკენ წასვლა და მისი ნახვა, მაგრამ უცებ შეჩერდა, გაახსენებდა ყველაფერი რაც გამოუვლია და უკან არც კი მოუხედავს, ისე გაჰყვა სხვა ბერებს, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ.

მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ იცოდა, თუ რა ძნელია ყველაფერი ამის გამოვლა და აქამდე მოსვლა, უკან დაბრუნება კი აღარ უნდოდა, ეშინოდა ყველაფრის თავიდან დაწყება. ის ხომ უკვე ასეთი სათნო და კეთილი იყო და არა ისეთი ავაზაკი, რომელიც 30 წლის წინ  მოისპო და დღეს მის ნაცვლად ახალი  ადამიანი არსებობს!

მედეა ტუღუში

XII  კლასი

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.