ამინდის პროგნოზი

ბმულები

ვუყურებდი ზღვას, მზეს, რომლის სხივებსაც დანასავით წაესერა ღრუბლები და უცებ დაგინახე შენ. ჩემი გული შეიკუმშა, ბუნება, ირგვლივ მდებარე გარემო და მთლიანად, მთელი სამყარო შენ იყავი. თვალებს როცა დავხუჭავდი სიბნელეს შენი ნათელი ასხივოსნებდა.

როცა გიყურებ, ქვიშასავით დაბნეულს, ფიქრისა და მეტყველების უნარი მეკარგება, სისხლი მიდუღს და მოძრაობა არ შემიძლია, ვდგავარ ხმელეთზე და თავი ღრუბლებში მგონია, მინდა შეგეხო, მაგრამ რაღაც ძალა უკან მე მექაჩება.

როცა მიყურებ გულს თითქოს ნემსები ესობა, სურვილი მიჩნდება გავცურო იმ ზღვაში, რასაც შენი თვალები ჰქვია, წავიკითხო ის რასაც შენს გონებაში იწერება. შემეყარა სენი, რომლის ერთ-ერთი ნიშანიც გულის ტკივილია, ვფიქრობ ყველაფერზე, ეს ყველაფერი კი შენს გარეშე წარმოუდგენელია, ალბათ მიხვდი თუ რა ჰქვია ამ ავადმყოფობას, რასაც დიდი სევდა, ტანჯვა, ტკივილი და ამასთან დიდი სიხარული მომანიჭა.

 

 

შემოგიტევს ხოლმე სინანული

თითქოს, რაღაც უფრო ჰუმანური,

ტანჯვაა და ტკივილი სიყვარული

მაგრამ მაინც დიდი სიხარული.

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

ნინო დოლიძე

XII  კლასი

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.