ამინდის პროგნოზი

ბმულები

ერთხელ, ერთი პატარა გოგონა სკოლიდან დედასთან ერთად მეგობრებთან მიდიოდა, სახლისკენ მომავალი ჩაფიქრებული იყო. მისი ფიქრები მასწავლებლის მიერ მიცემულ დავალებას დასტრიალებდა. უნდა დაეწერა, რომლის სათაური იყო ,, იცით თუ არა, რომ ?!“ წინ შაბათი და კვირა ჰქონდა.

გზად  დედასა და შვილს ძაღლის წკმუტუნი მოესმათ, თითქოს ძაღლი ტიროდა. მაშინვე ძაღლთან მივიდნენ, იქ კი დახვდათ ძაღლი ლეკვით, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. დედასა და შვილს პატარა ლეკვი და ძაღლი შეეცოდათ და დახმარების მიზნით ორივენი სახლში წაიყვანეს. სახლში ვეტერინარი მოუყვანეს პატარა ლეკვს. ყოველივე ამას ძალიან განიცდიდა გოგონა, შეფიქრიანებული იყო, როგორც იქნა მოარჩინეს. გოგონაც და ყველანი ხარობდნენ. მოულოდნელად გაჩნდა პრობლემა გოგონას სიცხე მისცა, ყოველ-დღე უზომავდნენ, მაგრამ ამაოდ. თერმომეტრი ჯიუტად 39-40 C ისევ უჩვენებდა. ძაღლმა ისევ მოიწყინა, პატარა ლეკვიც კი ხვდებოდა ყველაფერს, ხანდახან მივიდოდა გოგონასთან და თამაშს დაუწყებდა. ლამაზი, ნაზი გოგონა დროგამოშვებით გაიღვიძებდა.მთელმა ოჯახმა მოიწყინა. ასე ღამდებოდა და თენდებოდა სამი კვირის განმავლობაში ორშაბათი დღე იყო, გოგონამ ცოტა თვალები გაახილა და დედას სთხოვა სკოლაში წაეყვანა, რომ თემა წაეკითხა. დედას ძალიან უყვარდა თავისი ერთადერთი  ,,მზეთუნახავი“ გოგონა და სურვილიც აუსრულა. სკოლაში მისულ გოგონას მეგობრები და მასწავლებლები შემოეხვივნენ, ყველას ძალიან მონატრებოდა. გოგონამ თავისი სურვილი აისრულა , წაიკითხა თემა ,,იცით თუ არა რომ?!“ ყველანი მთელი 45 წუთი გაჩუმებულები უსმენდნენ და ცრემლებს იკავებდნენ. სახლში მისული გოგონა ისევ ჩააწვინეს ლოგინში. ერთი საათი იძინა შემდეგ კი, როცა გაიღვიძა, მოითხოვა, რომ ლეკვი საწოლთან მიეყვანათ, მაგრამ რას მიიყვანდნენ რომ ლეკვი აღარ იყო ... გოგონა ამან უფრო აანერვიულა, ტირილით ჩაეძინა, ძილში კი გამუდმებით რაღაცეებს თავისთვის საუბრობდა შემდეგ ისევ გაახილა თავისი ცრემლიანი თაფლისფერი თვალები, სახე გაფითრებოდა წაბლისფერი თმები კი აქეთ-იქით ჰქონდა გადაყრილი, ვარდისფერ საწოლში მწოლიარე ანგელოზს ჰგავდა, მამა თავს ევლებოდა ექიმები ფეხზე დააყენეს, თუმცა აღარაფერი შველოდა. ყველას, მეგობარსა თუ მასწავლებელს მოეყარა თავი, საწყალი ძაღლიც კი საწოლთან იწვა და თვალებიდანცრემლი მოდიოდა ისე როგორც მაშინ, იქ ღამეში. გოგონა უცინოდა ყველას, ეალერსებოდა, მაგრამ მისი დრო იწურებოდა. ყველაფერი დამთავრდებოდა, მაგრამ ის მაინც იცოცხლებდა იმათ გულში ვინც მოისმინა ,,იცით თუ არა რომ?!“.

ქეთი ბოლქვაძე

X  კლასი

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.