ამინდის პროგნოზი

ბმულები

დაიჭირა მეთევზემ თევზი. თევზი  ეუბნება:
„მეთევზევ,   გამიშვი წყალში, ხედავ პატარა ვარ, ჩემგან სარგებელი  არ გექნება. გამიშვებ, გავიზრდები, მაშინ მიხვდები ჩემგან მეტი სარგებელი გექნება.“
მეთევზემ უპასუხა:
„სულელი ის იქნება, ვინც დიდ სარგებელს ელის, მცირეს კი ხელიდან გაუშვებსო„
(ლევ ტოლსტოი)   რუსულიდან თარგმნა
ზურაბ  შაქარიშვილმა
VII  კლასი

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.