ამინდის პროგნოზი

ბმულები

ხშირად ხდება, რომ ქალაქებში ხანძრის დროს სახლებში ბავშვები რჩებიან, მათი გამოყვანა კი შეუძლებელია, რადგან შიშისგან ხმას არ იღებენ და იმალებიან, კვამლში კი მათი დანახვა შეუძლებელია.

ამისათვის ლონდონში გაწვრთნილია ძაღლები. ეს ძაღლები მეხანძრეებთან ცხოვრობენ და ხანძრის დროს სახლებში უშვებენ ბავშვების გამოსაყვანად.

ერთმა ასეთმა ძაღლმა ლონდონში თორმეტი ბავშვი გადაარჩინა. მას ბობი ერქვა.

ერთხელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. როდესაც სახლთან მეხანძრეები მივიდნენ. ქალმა მიირბინა ტირილით და ეუბნებოდა, რომ სახლში ორი წლის გოგონა დარჩა. მეხანძრეებმა ბობი გაგზავნეს. ბობმა კიბეებზე აირბინა და კვამლში გაუჩინარდა. ხუთი წუთის შემდეგ ბობი გამოვიდა და მაისურში კბილებით ბავშვი ეჭირა. დედამ მიირბინა გოგონასთან და სიხარულისაგან ტიროდა, რადგან ბავშვი ცოცხალი იყო. მეხანძრეები ძაღლს ეფერებოდნენ და ნახულობდნენ დამწვრობა ხომ არ მიიღოო. ბობი ისევ სახლისკენ იწევდა. მეხანძრეებმა იფიქრეს სახლში კიდევ დარჩა ვინმე სულიერიო და მიუშვეს ძაღლი.

ძაღლი შევიდა სახლში და მალევე დაბრუნდა რაღაცით კბილებში. როდესაც ხალხმა ახლოს ნახეს რა მოჰქონდა კბილებით, ყველას გაეცინა. მას დიდი თოჯინა მოჰქონდა.

ზურაბ   შაქარიშვილმა.

VII კლასი

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.