ჩემო მამულო, მრავალტანჯულო,
ბევრჯერ დამწვარო და ჯვარზე ცმულო,
მაგრამ ღვთის მადლით გაბრწყინებულო,
და მაინც ისევ ბურჯად დამგარო.
ჩემო მამულო, გმირთა სავანევ,
მრავალი მადლი დაგიფრქვევია,
მზით გაბრწყინებულ ეზო-ყურეში
სულ მარგალიტი დაგიბნევია.
ეს მარგალიტი შენი პირმშოა,
შენთვის ყოველთვის ხმალშემართული,
რათა სიცოცხლის მან საფასურად,
დაიცვას შენი ტკბილი სახელი.
დაიცვას შენი მონაპოვარი
რაც ისტორიამ შემოგვინახა,
დაუდგას იმას დიდი კვარცხლბეგი
ქართლის გენიამ რომ მოგვიტანა.
ჩემო მამულო ზეაღმართულო,
მარადჟამს ტკბილად სახსენებელო,
მეც მინდა ჩემი ბავშვური გრძნობით
მუდამ გეფერო და ჩაგეხუტო.
რამინ კოჩალიძე
X კლასი







