ამინდის პროგნოზი

ბმულები

მე მინდა, რომ შენ ნათლად და მკაფიოდ წარმოიდგინო, თუ რისთვის ცხოვრობ ამჟამად და როგორ უნდაქ მოიქცე მომავალში. და ამიტომ

მე მინდა, რომ ახალ ცხოვრებაში შესვლისას (რამდენადაც ძველს უკვე აღარასოდეს დაუბრუბდები). განანო იგი იმგვარად, რომ სინდისი არაფერზე გამხელდეს, რომ შენი წარსული ცოდვითი ნამოქმედარის გამო არ შეგრცხვეს არც ჩემი და არც საკუთარი თავისა.

მე მინდა,რომ დაითრგუნოს შენი სიამაყე; მე მინდა, რომ შეიცნო  დროის ფასი. თავადაც, როგორი ძნელია აინაზღაურო დაკარგული საათები, თვები, წლები

მე მინდა, რომ შენ თუნდაც ცხოვრების მიწურულში ხანდაზმულმა, შეიცნო, თუ როგორი ძნელი და სამარცხვინოა, მიაპყრო მზერა საკუთარ თავს შელამაზებისა და ქების გარეშე, თუ როგორ აუწერლად მძიმეა ჩაიხედო საკუთარი წარსულის ყოველ კუთხე-კუნჭულში, დაუნდობლად გააკრიტიკო ყოველი შენი ცდომილება, სისაძაგლე, დაფარო სიბნელე, მხოლოდ უდიდესი სიძულვილის  ღირსი.

და ამიტომ:

მე მინდა, რომ შენი ცხოვრების ყოველ წამს იყო საკუთარი თავის ერთგული,რომ რაც შეიძლება ხშირად ამოწმებდე საკუთარ აზრებს,სიტყვებსა და ნამოქმედარს.

მე მინდა, რომ შენ არ იარო გათელილი გზებით და ბილიკებით, იყო ძლიერი, მამაცი, აღმსრულებელი, მედეგი  განსაცდელებსა და ტანჯვაში.

მე მინდა, რომ შენი ცხოვრების უმძიმეს წუთებში ამჟღავნებდე რკინისებურ   სიმშვიდეს, მთელი სიცხადით გესმოდეს აზრი ამ განსაცდელებისა.

მე მინდა, რომ შენ ყველგან და ყოველთვის კმაყოფილი იყო იმითაც, რაც გაქვს, ხოლო მცირედისათვის მმადლობდე მე.

მე მინდა,რომ შენ მომენდო როგორც ჩვილი. რადგან მხოლოდ მაშინ მიიღებ თუნდაც სულ მცირე ნაპერწკალს სოლომონის სიბრძნისა

მე მინდა, რომ შენს თვალებში (როგორც სულის სარკეში) ირეკლებოდეს აღუშფოთებელი ნათელი და სიწმინდე (იგი ახასიათებს მხოლოდ ძალზე კეთილ ადამიანებს), რათა შენი თვალები, ყოველთვის და ყველგან ყურადღებით და ნელა გარდამავალი ერთი საგნიდან მეორეზე, ყველაფერს ხედავდეს, ყველაფერს ანჩნევდეს და ყველაფერს იკრებდეს. ეს იშვიათი ნიჭია და შენ მას  უნდა გაუფრთხილდე

მე მინდა, რომ შენ იყო კეთილი ხასიათისა, რომ არასოდეს გღალატობდეს სამართლიანობა, რომ შენ ყოველთვის ისე იქცეოდე, როგორც საჭიროა, ანუ როგორც საკუთარი სინდისი გიკარნახებს, რათა შენგან ისწავლონ სხვებმა კეთილშობილებმა, შორსმჭვრეტელობა, განსჯა, დიდისულოვნება, სიტყვისა და საქმის სიმწიფე.

მე მინდა, რომ შენი ნაცნობები შენზე ამბობდნენ: აი ადამიანი, რომელსაც დაეყრდნობი, ყველგან და ყველაფერში ენდობი.

მე მინდა, რომ შენ იყო გარშემომყოფთადმი გულისხმიერი, მათი უბედურებისა და ტკივილების მტვირთველი.

მე მინდა, რომ შენ ყოველთვის უფრო მეტს გასცემდე, ვიდრე ითხოვდე.

მე მინდა, რომ შენ ფლობდე შენს აზრებს, დააკვირდი, როგორია. როცა საქმე ზუსტად და მსუბუქად მიდის, აზრებიც ცოცხალი და თავისუფალია – ისინი სხარტად, გამჭვირვალედ და ელვისებურად მოდიან.

მე მინდა, რომ შენ განიმსჭვალო იმ ჭეშმარიტებით, რო მდუმარებაზე  კარგი და ძვირფასი არაფერია. ამიტომ ნუ გახარჯავ ამაოდ სიტყვის ძალას, შეინახე იგი აღმშენებლობისათვის, აღსარებისათვის. შენ უნდა იგრძნო პასუხისმგებლობა ყოველ შენს სიტყვაზე.

მე მინდა, რომ სახელი შენი ყოველთვის სიმშვიდითა და სიჯანსაღით სუნთქავდეს.

მე მინდა, რომ ამჟამად შენ უფრო მეტს ზრუნავ შენს ჯამთელობაზე, რადგან იგი მე მჭირდება ზოგიერთი  შენი საქმის აღსრულებისათვის.

და ამიტომ:

მე მინდა, რომ შენ არ უარყო მაცოცხლებელი და აღმდგენელი ძილი. ამიტომ, ეცადე, ყოველდღე თუნდაც 15-30 წუთი  დაიძინო დღისით .... და შენ შეამჩნევ, რომ მიიღებ მარაგს მთელი დღის ხნეობისა და სიცოცხლისას.

მე მინდა, რომ შენ შეიმეცნო, რომ ჩემი მუდმივი მოვალე ხარ, რომ უნდა იჩქარო და დააფიქსირო ქაღალდზე შენი ჯერ კიდევ გამოულეველი გამოცდილება შენგან  არჩეულ, დაწყებულ და დაუმთავრებელ შრომებში.

მე მინდა, რომ შენ შეინარჩუნო (რა თქმა უნდა, ჩემი ნების შესაბამისად) სიცოცხლის წყურვილი, გამოულეველი ენერგია, სიყვარული და მოშურნეობა საქმისადმი, მგზნებარება მოქმედებისადმი, რათა აქტიურად შეიჭრე შენს გარემომცველ ცხოვრებაში.

მე მინდა, რომ შენი აზრები და საქმე არ დაშორდეს ერთმანეთს (შენ ხშირად გსურდა ერთი და აკეთებდი მეორეს ).

მე მინდა, რომ შენ ძლიერი ხასიათის ადამიანი იყო, რომ არასოდეს გტოვებდეს სულის სიმტკიცე, შემსრულებლობა და უნარი. მთლიანად უძღვენი თავი შენი იმ საქმეს, რისთვისაც მოწოდებული ხარ. ამგვარი ადამიანი არასოდესაკეთებს არაფერს ნახევრად, ეს მისი ხასიათის ძირითადი თვისებაა.

მე მინდა, რომ შენ ბედნიერება გეწვიოს – მუდამ აკეთებდე შენს საყვარელ საქმეს.

მე მინდა, რომ მცირე გვიანი ბედნიერება (მაგ. მშვიდი ცხოვრება) გეწვიოს შენ რამდენადაც ყველაფერი ცუდი უკვე ჩავლილია, თუნდაც ხანმოკლე დროით, მაგრამ მაინც რჩება შენთვის წინ ყველაზე კარგი და ნათელი.

მე მინდა, რომ ამ გზით მავალმა შეიმცნო საკუთარი თავი, ყველაზე მთავარი და ყველაზე არსებითი შენს ცხოვრებაში.

მე მინდა, რომ შენ განიმსჭვალო ყველა ამ ჩემი სურვილით და დაიბეჭდოს ეს იმ ფიზიკური და სულიერი მოწესრიგებულობით, რომელიც გამოარჩევს ჩემს რჩეულთ მოკვდავთაგან.

შენ მარტოსული ხარ, მაგრამ არ დაგავიწყდეს და გახსოვდეს, რომ მე შენთანა ვარ.

არ არის ადვილი მარტოობის მწვავე სევდის განცდა, მაგრამ ეს აუცილებელია ყველა იმ ადამიანისათვის, რომელიც მგრძნობიარე და ფაქიზია სხვისი უბედურებისადმი.

მე მინდა, რომ შენ გაამართლო ნდობა, რომელიც მე ჩაგისახე გულში.

მე მაქვს უფლება, რომ ეს ყოველივე შენ მოგთხოვო, რადგანადაც ძალზე ბევრი მოგეცი  და ამჟამადაც ბევრს გაძლევ, რამდენჯერ მოგიწოდე გამოსწორებისაკენ და სინანულისაკენ.

მე ველი შენგან გულრწფელ პასუხს, შენი სულისკვეთებით გამთბარს.

ესწრაფე ღრმა სიჩუმეს (როგორ იცის ჭის ფსკერზე, ან ტყის სიღრმეში, ან ღრმა საცავებში). ხშირად  ჩაიკეტე  საკუთარი გული უდაბნოში, მაგრამ არ მიეცე მთვლემარე სიჩუმეს.

გამოითხოვე პატიება ჩადენილი უკანონოებისათვის. დაიტირე ჭეშმარიტების შეცნობის საშუალებანი, რომლებიც დაკარგე და ვერასოდეს გამოიყენებ,  დაიტირე დრო საკუთარი სულის ხსნისათვის და მოყვასის კეთილდღეობისათვის გამოსაყენებელი და სამუდამოდ დაკარგული.

დაე, სინდისის ხმა და მარადი სირცხვილის გრძნობა თან გდევს საბოლოო სინანულამდე და ცხოვრების უკანასკნელ დღეებამდეებამდე.

დაე, არ დაგშორდეს და მთელი ცხოვრება თან გდევდეს სირცხვილი იმისა, რომ თუ როგორ  შეხედავ, თუნდაც შორიდან, საიქიო ცხოვრებაში მართალთა, მოსაგრეთა და ნეტართა წმინდა სახეებს ამ ცხოვრებაში შენთვის ესოდენ ახლობელთ.

არქიეპისკოპოსი მანუელი ჩებაქსრისა და ჩუვაშეთისა.

ანა კვესიეიშვილი

XII-დ კლასი

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.