ამინდის პროგნოზი

ბმულები

რა დიდებულ დღეს გაგიცანი, ნაპირიდან ზღვის ტალღებს შევსცქეროდი... ვერ წაეშალა წვიმას ზღვის მშვენება, ჩემს წარსულსაც ატყვია ტალღების კვალი...

მესმის, ვუცქერი წარსულს და თვითონაც ვერ ვიჯერებ რა მოხდა... თვეები, დღები, წუთები, წამები გადიან, მაგრამ... რამდენი საუკუნეა რაც არ მინახიხარ, საუკუნე ბრჭყალებში, იმიტომ რომ, ჩემთვის ყოველი დღის გასვლა საუკუნედ მიმაჩნია!

მინდა ზღვის ლამაზ ნაპირთან ჩრდილით ვფარავდე, მაგრამ მერიდება, ვიდრე ტალღებს ვუცქერი მანამ არ დავღონდები, წელში გამართული ვდგავარ, ზღვის სიმფონია მათრობს და მამშვიდებს... რაღაც არაბუნებრივი ძალა აქვს, თითქოს ყველაფერი ესმის, მე მიგებს, რადგან მეც მასავით ხშირად ვღელავ...

უკანასკნელ სუნთქვას შევალევ, ოღონდ მას არ მოვცილდე... ნეტა შენსავით ზღვამაც არ უარმყოს... ვიბრძვი, მუდამ ვიბრძვი, მაგრამ ჩემთვის ჩუმად, შიგნით ვიკლავ ყველაფერს, ჩემს უსაზღვრო ტკივილს, ვახშობ ჩემს გრძნობებს, საკუთარ თავს ვაიძულებ, რომ არ დანებდეს... ჩემი სიცოცხლე და სიამაყე არ მინდა შევწირო!

შემიძლია, ზღვის გულში ჩავყვე, გავიდე შორს, არ დავნებდე მის ღელვას, იქნებ იქ მაინც ვიპოვო სიმშვიდე... ის მე არ გამწირავს, ბოლოს მაინც მის დალექილ ფსკერზე გამომაგდებს, რადგან არც მას ვჭირდები...

ჩემი გზა შორია, დაუსაბამო... ხანდახან ზღვა ამოიოხრებს ხოლმე, როცა მოსწყინდება ჩემი ტკივილების მოსმენა... ისე გამომაგდებს, რომ არც კი შემიბრალებს, მე კი იმედიანი თვალით შევხედავ მას, გავუღვიძებ, ძველ გრძნობებს გავუღვიძებ, სიღრმეში შევცურავ... მე სხვა იმედით ვერ ვიქნები... გადის გრო, ძალიან დიდი დრო, რაც ზღვას ჩამოვცილდი - კარგა ხანია არ მინახავს იგი. მინდა ძველი გზა და დრო გავიხსენო. ისევ მივიდე მასთან. მიწას აქა-იქ აჩნია ჩემი კვალი.

ისევ აბობოქრებულა ზღვა, იმგვარივეა სევდისფერი, ალბათ მოვსწყურდი და ამიტომ. ის მეძახის ხმამაღლა, ვცდილობ მისი ხმა დავფარო, მაგრამ ისე ხმამაღალია მისი ძახილი, რომ სჯობს შევიდე, ერთი წუთიც და... მეც შევსძახე მას, გავემართე შიგ შუაგულისაკენ სადაც, ჩემი გრძნობები მელოდებოდნენ. შავი ზღვის ტალღები დიდი, ვეებერთელა ჩემსკენ მოემართებიან, მე უშიშრად მივცურავ, რადგან მათი არ მეშინია, ყველაზე კარგად ისინი მიცნობდნენ უწინ და ჩემს თავს ვახსენებ... ეხლა გამიხსენებენ და შემიცნობე სადაცაა ეხლა... ბედს მაინც არ ვემდური... ზღვას ვანდე მთელი ჩემი გული, ნახე როგორ კრთის ის, მაგრამ შენ უკვე აღარ გაინტერესებს...

როგორი ფრთხილი ნიავია, გაბრაზებული ტალღები ისევ მოემართებიან ჩემსკენ, განაწყენებულნი არიან ამდენ ხანს, რომ არ მოვიკითხე, ამიტომ მიტევენ ასე ძალიან. საოცრად ფრთხილად ფიქრებთან ერთად მივცურავ, რამდენი ფიქრი ჩაქრა, მაგრამ შენ წარუშლელი ხარ ჩემში. ახლაც გულის მწველია ყოველივე... პირჯვარს ვიწერ! უკვე მეშინია...

ტალღები მიმეტებენ ვგრძნობ... მიტევენ ისე რომ უწინდებურად აღარ ვეცოდები... მე კი მათ ვენდობოდი, მღალატობენ... უკვე შიშმა ამიტაცა და შემიპყრო. საკუთარ თავს ვამშვიდებ, მაგრამ დინება იმატებს, ჯვარზე მაქვს ხელი, მხოლოდ ღმერთის იმედი დამრჩენია. მხოლოდ შენზე ვლოცულობ... ჩემი სიკვდილის შემდეგ მინდა უსაზღვროდ ბედნიერი იყო - ვიცი მიახლოვდება აღსასრული, ვგრძნობ! ისევ ფიქრებმა წამიღო, რა დროს ფიქრია, მაგრამ მაინც. დრომ ის წუთები ისტორიას შემოუნახა..

ფუნჯით გადავათეთრე ჩემი ოცნებები, მათ ხო უკვე აზრი აღარ აქვთ... მე ვიღუპები ისევ და ისევ... ჩემი თვალები გეძებენ, მაგრამ შენ არ ჩანხარ... მე კი ეს მღუპავს, მთრგუნავს, შებრძოლების უნარიც კი დავკარგე, დამთმობი გავხდი, ამიტომ აღარც ზღვას ვებრძოლები...მოვდუნდი, ჩავეშვი ფსკერისკენ თევზებთან... მეც ისეთივე გავხდი, რადგან აღარ ვარსებობ... რამდენი ადამიანი ჩაყლაპე, მაგრამ მაინც მიყვარხარ... მიყვარს შენი ყურება ვმშვიდდები, არ მბეზრდება... მაღალი ზღვის ნაპირი და შენზე ოცნება!..

 

 

ნ. შამილაძე

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.