ამინდის პროგნოზი

ბმულები

შენა ხარ ჩემი ოცნების ფესვი, გრძნობების საოცარი ამრევი, გონების მმართველი!

შენა ხარ ჩემი ფიქრი, სიხარული, მონატრება - მარადიული, მზის ნათელი სხივი, რომელიც დილით ჩემს ბაგეებზე ნებივრობს ხშირად, ტანჯვა ხარ, ვარდი უეკლო, მაგრამ სისხლის საფეხურებით სავალი, ეკლების გამო, ცრემლი დაუშრობელი, ტკივილი - იარა მოუშუშებელი - მალამო ყველაფრის მკურნალი, ცხოვრების წმინდა დღის სინათლის მატარებელი, და მთვარიანი წყვდიადის მომცველი, სუნთქვა - და გულის რითმის უბადლო შემწყვეტი... მაგრამ ყოველი ხარ თბილი, ხარ სიყვარული იმიტომ რომ შენა ხარ ღმერთი!!! ხარ ერთადერთი მიუწვდომელი, შეცნობილი, ხელუხლებელი სიწმინდე ჩემი...

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.