ტრეფიკინგი – დაუნდობელი იარაღი ერის მორალისა და ფსიქიკის წინააღმდეგ

-(traffic- ტრანსპორტირება, მოძრაობა, ვაჭრობა) ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს აკრძალული საქონლით ვაჭრობას. ტრეფიკინგი გლობალური პრობლემაა და ტრანსნაციონალური დანაშაულია. ეს არის ადამიანის უფლების უხეში დარღვევა და ჩამომრთმევა. იგი გულისხმობს ექსპლოატაციის მიზნით ადამიანთა გადაბირებას, გადაყვანას, გადაცემას, გადამალვას; მუქარის, ძალის გამოყენებით ან იძულების სხვა საშუალებებით (მოტაცება, თაღლითობა), ან სხვისი უმწეობის ბოროტად გამოყენებით, კონტროლის განხორციელებას სხვა ადამიანზე, სქესობრივ ექსპლოატაციას, იძულებით შრომას ან მომსახურეობას, მონობას ან მონობის მსგავს მდგომარეობას და ორგანოებით ვაჭრობას.
ბავშვები – ტრეფიკინგის საფრთხის წინაშე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველწლიურად 600 ათასიდან 800 ათასამდე ადამიანი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი.
აქედან 80 %–ს ქალები წარმოადგენენ, თითქმის 50%–ს კი არასრულწლოვნები. ისინი უმეტესად სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლნი ხდებიან. გარდა ამისა, მათ იაფ მუშახელად იყენებენ მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში. პატარა ბიჭებს კი აიძულებენ “საბავშვო არმიაში” გაწევრიანებას, რომელიც ძირითადად, აფრიკის ქვეყნებში მოქმედებს. ექსპერტთა გამოთვლებით, დანაშაულებრივი სამყაროსთვის ტრეფიკინგს ყოველწლიურად დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის მოგება მოაქვს.
საქართველო არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ

რამდენიმე წლის წინ საქართველოს ტრეეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიო რუკაზე ერთ–ერთი ბოლო ადგილი ეკავა, თუმცა 2006 წელს ეს მაჩვენებელი რადიკალურად შეიცვალა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპერტტა შეფასებით, საქართველომ წარმატების დონის გათვალისწინებით, შეფასების შკალის უმაღლეს საფეხურზე გადაინაცვლა და შეუერთდა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით ისეთ წარმატებულ ქვეყნებს. როგორიცაა: ავსტრია, ბელგია, დანია, საფრანგეთი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, ლუქსემბურგი, სულ 30–მდე ქვეყანა.
ამერიკელ ექსპერტტა დასკვნით, საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ტრეფიკერთა სისხლის სამართლებრივი დევნისა და მათზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების თვალსაზრისით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1432–ე მუხლის კი უშუალოდ არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგის) უკავშირდება, რომლის თანახმადაც, არასრულწლოვნის ყიდვა ან გაყიდვა, ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება, აგრეთვე მისი გადაბირება, გადაყვანა, გადამალვა, დაქირავება, ტრანსპორტირება, გადაცემა, შეფარება ანდა მიღება ექსპლუატაციის მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, ხოლო უფრო მძიმე შემთხვევებზე 20 წლამდე პატიმრობაა დაწესებული.
მართალია, ბოლო წლების მანძილზე საქართველოში არასრულწლოვანთა მონობის არც ერთი ფაქტი არ არის გამოვლენილი, მაგრამ ამ მიმართულებით პრევენვიის, მსხვერპლთა დაცვისა და დანაშაულის ეფექტური გახსნისთვის საქართველოში როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე პრაქტიკული საქმიანობის კუთხით, მთელი რიგი ღონისძიებები მაინც იგეგმებადა ხორციელდება. 2006 წლიდან სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის დეფინიცია სრულ შესაბამისობაშია მოყვანილი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებევროპის საბჭოს კონვენვიასა და “ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ” გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის “ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების ტრეფიკინგის თავიდან აცილების, აღკვეთისა და დასჯის შესახებ” ოქმთან. საქართველობ ორივე საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა.
გასულ წელს კი საქართველოს ხელისუფლებამ, საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემებზე მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობით შეიმუშავა 2009–2010 წლების ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმის პროექტი,, რომლის ერთ–ერთი მიმართულებაც სწორედ “ტრეფიკინგის მსხვერპლნი ბავშვების უფლებების დაცვაა”.
საქართველო შეუერთდა “ბავშვთა საერთშრისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ” 1980 წლის 25 ოქტომბერს კონვენციას, რომლის თანახმად, საქართველოთანამშრომლობს ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოების კომპეტენტურ უწყებებთან ისეთი საკითხების მოგვარებაში როგორიცაა:ბავშვის გატაცებასთან დაკავშირებული გარემოებების აღმოჩენა, პრობლემების მშვიდობიანი გადაწყვეტა, ბავშვების სწრაფი დაბრულების უზრუნველყოფა, ადმინისტრაციული და სასამართლო პროცედურების განხორციელება და ინფორმაციის გაცვლა კონვენციის მიზნებთან დაკავშირებით.კონვენციის ამ მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა. მის კომპეტერნციაში შედის, კონვენციიდან გამომდინარე ისეთი ვალდებულებების შესრულება, როგორიცაა ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების თავიდან აცილება, ბავშვის ადგილსამყოფელის დადგენა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელება
მონა ბავშვები და მსოფლიო
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დასკვნით, მსოფლიოში ექსპლუატაციის შედეგად დაზარალებული ყოველი მეხუთე არასრულწლოვანია. საერთაშორისო ანგარიშის ავტორებმა ანამიანით ვაჭრობის საკითხის გარკვევისთვის 155 ქვეყნის მდგომარეობა შეისწავლეს და გაკეთებული დასკვნების საფუძველზე განაცხადეს, რომ ფინანსური კრიზისის ფონზე, ადამიანებით ვაჭრობის ფაქტების რაოდენობა კატასტროფულად გაიზრდება.
ანგარიშის მიხედვით,2009 წლის განმავლობაში ქალებისა და ბავშვების სექსუალური ექსპლუადაციის ფაქტებმა დიდ მაშტაბებს მიაღწია. მთელ მსოფლიოში 12 მილიონი ადამიანი ცხოვრობს სხვადასხვა ფორმისა და სახის ექსპლუატაციის ქვეშ. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, თანამედროვე მონობის მსხვერპლი მსოფლიოში სულ 200 მილიონი ადამიანი გახდა.
მსოფლიო პრობლემის– ადამიანით ვაჭრობის ტენდენციებზეა საუბარი ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიც. ამ ანგარიშით შავ სიაში მოხვდნენ საუდის არაბეთი, კუვეითი, კატარი, ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი, ალჟირი, კუბა, ირანი, მოლდოვა, ახალი გვინეა, სამხრეთ კორეა, სუდანი და სირია.
შარშან ჩინეთის პოლიციამ ნახევარი წლის განმავლობაში 2ათასზე მეტი გატაცებული ბავშვი იპოვა, რომელთა გაყიდვასაც გამტაცებლები აპირებდნენ. ჩინელი სამართალდამცავების განმარტებით, ყოველწლიურად ჩინეთში ასობით ბავშვი იკარგება. თუმცა, სხვადასხვა ორგანიზაციების მონაცემებით, ეს ციფრი ათასებს აღემატება.
ადამიანით მოვაჭრეები განსაკუთრებით დაინტერესებულები არიან ჩინელი ბიჭებით, რომელთა ღირებულებს 6 ათას დოლარს აღწევს, მაშინ როდესაც გოგოებს 500 დოლარადაც ყიდიან. არაერთი შემთხვევაა დაფიქსიერებული, როდესაც ბავშვებს სექსუალურ მონობაშიც ამყოფებენ, ან აიძულებენ შეასრულონ მძიმე სამუშაოები. დაკარგული ბავშვების მშობლები მეტწილად გლეხები ან ღარიბი ფენის წარმომადგენლები არიან.
სხვათა შორის, იმისათვის, რომ გაადვილდეს გატაცებული ბავშვების პოვნა, ჩინეთის ხელისუფლებამ შექმნა დნმ–ის ნაციონალური ბაზა.
ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის მონაცემებით, იმ ქვეყნებს შორის, სადაც მონური შრომა და ადამიანების სასტიკი ექსპლუატაცია ყვავის, რუსეთის ფედერაცია ლიდერობს.ამავე მონაცემებით, რუსეთში მოქმედი დანაშაულებრივი დაჯგუფებები არა მარტო სხვა ქვეყნებში ახდენენ ადამიანთა ექსპორტს, არამედ, ამ ტიპის “იმპორტის შემოტანით” საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზეც არიან დაკავებული.
ადამიანით ვაჭრობასთან დაკავშირებულ შემაშფოთებელ ტენდენციაზე ყურადღებას ამახვილებენ თავად რუსი სამართალდამცავებიც. რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, მონური შრომისთვის გაყიდული რუსეთის მოქალაქეების რიცხვი ბოლო სამი წლის განმავლობაში ექვსჯერ გაიზარდა. რაც მთავარია, დაკარგულ მოქალაქეთა შორის უამრავი მოზარდია.
“ადამიანებით ვაჭრობამ კოლოსალურ მასშტაბებს მიაღწია, რაც არა მარტო ქვეყნის ქვეყნის უსაფრთხოებას, არამედ ნაციონალურ გენოფონდრსაც სერიოზულ საშიშროებას უქმნის,”– აცხადებს მიგრაციის საერთაშორისო საერთაშორისო ორგანიზაციის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი ივანე შუშკევიჩი.
ფლორენციის კრიმინალურიპოლიციის მთავარი ინსპექტორი ალბერტო ანდრეანის განმარტებით კი, ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ახლო აღმოსავლეთის მონური შრომისთვის რუსეთიდან ძირითადად კი ბავშვები შეჰყავთ.
რაც შეეხება აშშ–ს, იგი იმავე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, როგორც ტრეფიკინგის მსხვერპლთა მიმღები ქვეყანა მოხვდა. სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპერტთა აზრით, აშშ–ში ყოველწლიურად იძულებით 17.5 ათასი თანამედროვე მონა შეჰყავთ.
დათოს ისტორია
დათო 37 წლისაა. ცხოვრობს ქალაქ ბათუმში. მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, პროფესიით მშენებელ–ინჟინერია. არის დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. ხასიათით კეთილი, უღალატო, სულგრძელი და მიამიტი ადამიანია.
დათო უმუშევარი იყო. გაჭირვებამ გადააწყვეტინა რომ მცირეოდენზეც კი დათანხმებულიყო და ოჯახისთვის ლუკმა–პური ეშოვნა. ამ დროს თავი იჩინა ვინმე გიორგიმ, რომელმაც საკმაო დამაჯერებლობით ესაუბრა დათოს და დაჰპირდა სამუშაოს, თავისი მეგობრის ოჯახში, რომელიც თურქეთში ცხოვრობდა და მუშა ხელში 500 ევროს იძლეოდა. გიორგიმ დათოს წინასწარ იმდენი მისცა, რამდენიც გზისთვის და კვებისთვის ეყოფოდა. მუშაობის დასრულების შემდეგ კი ყოველივე უკან უნდა დაებრუნებინა.
დათოს რადგანაც სხვა გზა არ ჰქონდა, უყოყმანოდ დათანხმდა შემოთავაზებულს. საუბრიდან ერთი კვირის შემდეგ, იგი თურქეთის საზღვარზე გადაიყვანეს მოტყუებით უდაბურ ადგილას მიიყვანეს და ყველასგან მივიწყებულ სახლში ჩაკეტეს. მონურად ამუშავებდნენ 24 საათის განმავლობაში, აღარც მოსვენება ჰქონდა და აღარც ადამიანურობა ჰქონდა შემორჩენილი. იგი ანაზღაურებას ითხოვდა თავისი შრომის ნაცვლად, მაგრამ ამაოდ. მისდამი სასტიკი მოპყრობა დრო და დრო უფრო ძლიერდებოდა.
დათოს უდრეკი ჟინი, რომ გაეძლო ყველაფრისთვის დაბრუნებულიყო სამშობლოში თავის ცოლ–შვილთან და ნათესავებთან ერთად უკვდავი იყო.
სხეულს ჯანი უვარდებოდა, ხოლო სული მარად მტკიცე და იმედებით აღსავსე იყო. სწორედ ამ იმედმა გადაარჩინა იგი და თავს გაქცევით უშველა.
დათო დიდი გაჭირვებით დაბრუნდა საქართველოში.
ტრეფიკინგი– დაუნდობელი იარაღი ერის მორალისა და ფსიქიკის წინააღმდეგ
“ტეფიკინგი” ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს აკრძალული საქონლით ვაჭრობას. ტრეფიკინგი გლობალური პრობლემაა და ტრანსნაციონალური დანაშაულია. ეს არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და ჩამორთმევა. მისი წლიური მოგება 8–9 მილიარდი აშშ დოლარია. ყოველწლიურად ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდება 800–900 ათასი ადამიანი. მონობის წინააღმდეგ კონვენცია მოქმედებს 1926 წლიდან. 1996 წელს ძალაში შევიდა დამატებითი კონვენცია მონობის გაუქმების, ადამიანებით ვაჭრობის შესახებ. 1990 წლიდან ამ პრობლემას ინტენსიურად შეისწავლიან საერთაშორისო ორგანიზაციებში, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორები.
ყველასათვის ცნობილია, რომ ევროპასა და ამერიკაში, ოფიციალურად თუ არალეგალურად, არაერთი ქართველი მუშაობს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, 2003 წელს შეტანილი იქნა ცვლილებები, სადაც პირველად დაფიქსირდა სიტყვა “ტრეფიკინგი”.
გაეროს კონვენციის “ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შეფასების ხელსაწყოს” 2003 წლის ანგარიშთა თანახმად, საბერძნეთი, აშშ დათურქეთი ის ქვეყნებია, სადაც ხდება საქართველოდან ადამიანების ტრეფიკირება. ტრეფიკინგის ამოსავალი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაა. ადამიანს არა აქვს სამუშაოს შოვნის პერსპექტივა. არ არსებობს ტრეფიკინგის მსხვერპლი, რომელიც იტყვის, რომ სურს იყოს ძალადობის ობიექტი. საზღვარგარეთ ყველა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილით მიდის. ძალიან ბევრი საშუამავლო თუ ტურისტული ფირმა მოტყუების გზით ახერხებს ხალხის გადაყვანას აშშ–სა და ევროპის ქვეყნების და ფაქტობრივად ამ საშუალებათა ხელშემწყობი ხდებიან. სამწუხაროდ, არასახარბიელო მონაცემები გვაქვს ტრეფიკინგისათვის ქართველები საუკეთესო “მასალას” წარმოადგენენ. ყველაზე სათაკილო და შავ საქმეებს ქარტველები აკეთებენ.
მიგრაციის საერთაშორისო შეფასებით, ყოველწლიურად, ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდება დაახლოებით 500 ქარტველი ქალი. საქართველოში ტრეფიკინგის გავრცელებას ხელს უწყობს მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობა.
ტრეფიკინგი მით უფო საშიშია მცირერიცხოვანი ერებისათვის, რომელთა გადარჩენა და არსებობა ყოველთვის ბეწვზე ეკიდა. დარწმუნებული ვართ, დადგება დრო და ამ საკითხს სახელმწიფო დონეზე განიხილავენ, ოღონს იქნება ძალიან გვიან. მიმდინარე პროცესების შედეგები საუკუნეების მანძილზე გაჰყვება ჩვენს ქვეყანას მოურჩენელ ჭრილობად. სწორედ ამიტომ პირველ რიგში მისახედია ამ მოვლენის სამართლებრივი მხარე, მისაღებია კანონი მიგრაციის შესახებ. სწორედ ამ კანონმა უნდა შეასრულოს დიდი როლი დარეგულირებული მიგრაციული პროცესების ჩამოყალიბებაში.
ტრეფიკინგი – მონობა 21_ე საუკუნეში
ადამიანებით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) უკვე რამდენიმე წელია საეთაშორისო საზოგადოების შეშფოთების საგანს წარმოადგენს, რაც სამი ძირითადი ფაქტორით არის განპირობებული:
- პირველი ფაქტორი თავად ამ დანაშაულის სიმძიმეა. ტრეფიკინგი უხეშად თელავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავვისუფლებებს, მის პატივსა და ღირსებას, წარმოადგენს საფრთხეს ადამიანის თავისუფლების, ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობის და თვით მისი სიცოცხლისათვის კი. ტრეფიკინგის დანაშაულის დამახასიათებელი ნიშნები უმრავლეს შემთხვევებში არის ფსიქიკური და ფიზიკური ძალადობა ან ძალადობის მუქარა, თავისუფლების აღკვეთა, იძულება, მონურ მდგომარეობაში ჩაყენება.
- მეორე ფაქტორი არია ამ დანაშაულის გავრცელების მართლაც შემაშფოთებელი მასშტაბები. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით ყოველწლიურად 600000–დან 800000–მდე კაცი, ქალი თუ ბავშვი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი. აქედან 80 პროცენტს ქალები წარმოადგენენ, თითქმის 50%–ს კი არასრულწლოვნები. ტრეფიკინგი მსოფლიოს ყველა კონტინენტზე და თითქმის ყველა ქვეყანაშია გავრცელებული. განვითარებადი ქვეყნები ძირითადად წარმოადგენენ წარმოშობის სახელმწიფოებს.
- მესამე ფაქტორს წარმოადგენს ის, რომ ტრეფიკინგი იარაღისა და ნარკიტიკების უკანონო ბრუნვასთან ერთად, ერთ–ერთ ყველაზე შემოსავლიან წყაროს წარმოადგენს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებებისთვის. გაეროს გამოთვლებით ტრეფიკინგს ყოველწლიურად დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის მოგება მოაქვს დანაშაულებრივი სამყაროსთვის.
ყველა დაჯგუფება, რომელიც არალეგალურ მიგრაციასა და ტრეფიკინგშია ჩაბმული დიდ ფულს შოულობს ადამიანთა მასიური სექსუალური თუ სხვა სახის შრომითი ექსპლუადაციით, რაც შემდგომ ორგანიზებული დანაშაულის ზრდასა და განვითარებას უწყობს ხელს. ტრეფიკინგის პრობლემა მწვავედ დგას საქართველოშიც. ბოლო 2–3 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ტრეფიკინგის წინააღმდეგ.
2006 წლის 28 აპრილს საქარტველოს პარლამენტმა მიიღო კანონი : “ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ”.
2006 წლის ივლისში შეიქმნა ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი, რომლის მიზნებია:
ა) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დახმარება და მათი კანონიერი ინტერესების დაცვა;
ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა თავშესაფრით, იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო და/ან სხვა სახის მომსახურებით უზრუნველყოფა;
გ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა რეაბილიტაციის, ოჯახსა და საზოგადოებაში სრული რეინტეგრაციის ხელშეწყობა;
დ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა კომპენსაციის გაცემა;
2006 წლის 22 დეკემბერს საქარტველოს პარლამენტმა მოახდინა ევროპის საბჭოს მიერ 2005 წლის 16 მაისს მიღებული “ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კონვენციის რეტიფიცირება. კონვენციით საკმაოდ დეტალურად და ვრცლად არის გაწერილი სახელმწიფოთა ვალდებულებები ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში.
საერთაშორისო თუ შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ აქტებში განმტკიცებული დებულებები ყველა კანონიერ საფუძველს და პირობას ქმნის იმისათვის რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა უფლებები, განხორციელდეს დამნაშავეთა ეფექტური სისხლისსამართლებრივი დევნა და მოხდეს ტრეფიკინგის თავიდან აცილება, თუმცაღა ამ ყველაფრის სისრულეში მოყვანისთვის და რეალობად ქცევისთვის არა მხოლოდ ნორმატიული აქტები, არამედ სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომელთა კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური თანამშრომლობა იქნება საჭირო.







