ისევ ქარი ქრის, შემოდგომა გაღვიძებულა,
ოქროსფერებით მოხატული, ვრცელი მინდვრები,
ხეებს ფოთლები წართმევია, დგანან ეულად,
იდუმალ ფიქრში გახვეულან მაღალი მთები,
მზე შემოდგომის, დამალულა ღრუბელთა გულში,
ხან დედამიწას გადმოხედავს უძლური მზერით,
ყვავილებს ფერი წართმევიათ, მწარე ქარ–ბუქში,
მიწას ეკვრიან, თავს ეხვევათ ქვიშა და მტვერი.
მაგრამ ქარ–ბუქი ზოგჯერ ისევ სიოდ იქცევა,
მას დაღლილობა ისევ ისე, სიმშვიდედ აქცევს,
ცაზე ღრუბლების შავი გუნდი გაიფანტება,
და მზე მის სხივებს, უფრო მეტად გაათამამებს,
ამ დროს საოცრად ლამაზია მიწის ბუნება,
ხავერდოვანი შემოდგომა, სიმშვიდეს აფრქვევს,
ქარვისფერ მტევნებს მზის სხივები ეალმუნება,
ველებს და მინდვრებს, ხეხილის ტკბილი სურნელი აწევს,
საოცარია შემოდგომის ოქროს მთა–ბარი,
ყვითელ ფერებად მოხატული თბილი ოცნება ,
ხან ქარის რბენა და გრიგალი მოუსვენარი,
ხან სევდისფერად შეღებილი სიცოცხლის ვნება.
მართლაც უხვი და მდიდარია ბუნების გული,
არ გააჩნია მას არც ბოლო და არც საზღვრები,
ეს სამოთხეა, ოქროსფერად ამოქარგული,
და სილამაზე – მოჭედილი უფლის ხელებით.







