ამინდის პროგნოზი

ბმულები

ლექსია ჩემი სიცოცხლე,

მზე –  პოეზიის მდინარე,

ფურცლების გულში ვიცოცხლებ,

მუდმივი სევდით მძვინვარე,

მე სიყვარულის არსებას,

ჩემს სულში მელნით ავსახავ,

ამ სულს ვაცოცხლებ ლექსებად,

ვით ედემს  ისე დავხატავ,

თბილი გრძნობების სიცოცხლე,

მოეფინება თეთრ ფურცლებს,

იქცევა სიბრძნის საუნჯედ,

რომ დროთა გრიალს გაუძღვეს,

შევუერთდები ოცნებას,

რაც უნდა ძლიერ მაწამოს,

მაგრამ ეს ჩემში იქნება,

რადგან ვერავინ წაშალოს,

მე ვიცი ყველას ცხოვრება,

მათ კარგი მხოლოდ ახარებთ.

ეს იდუმალი ოცნებაც,

მათ არ ასწავლის არაფერს,

უხმო სიტყვების სიმღერა,

ჩემი სიცოცხლით ნამღერი.

ნათქვამ ოცნებად იქცევა,

გახდება ენით სამღერი,

დაავიწყდება ნათელ გულს,

სიცოცხლის სითბო დიადი

ჩემს ლექსს, წამებით წაკითხულს,

მოეფინება წყვდიადი.

ამიტომ არ მსურს ჩემს გრძნობებს,

უცხო ხელები შეეხოს,

ჩემში ელვარე სამოთხეს,

არ მინდა სუნთქვა შეეძლოს.

თორემ დრო ჰაერს წაართმევს,

ვიცი, ის თავისს წაიღებს

ვერავინ ამ ქვეყანაზე,

მე ვერასოდეს გამიგებს.

ბევრს ალბათ მოეწონება,

ბევრიც გაგებას ისურვებს,

მაგრამ ვინ მისცათ გაგება,

ცხოვრებით დამთვრალ ფიტულებს.

თუმცა მე მაინც ვიცოცხლებ,

ჩემი ლექსების სიღრმეში,

წვიმაში ვნახავ სიცოცხლეს,

და პოეზიის ფიფქებში,

ამ გრძნობებს გულში მოვიკლავ,

და სიკვდილს დაველოდები,

 

ეხლა გაქრობას არ ვღელავ,

ლექსებში განვმეორდები.

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.