ამინდის პროგნოზი

ბმულები

იდუმალების მღვრიე ფერებით,

როგორც წარსულის მდუღარე სისხლი,

მაღალი მთიდან შავი ჩვენებით,

მოედინება მდუმარე ნისლი.

გზად იპყრობს ქარში დაკარგულ ფიქრებს,

და ხეებს შორის მათ დაატარებს,

თან იხმობს ზეცით წყვდიადის სიზმრებს,

და თავის გულში მათ ასამარებს.

ღამე კი იწვის როგორც სანთელი,

ვით ზეცის დარდი  სამყაროს გულზე,

და ალბათ მალე დილის ნათელი,

გადმოაბიჯებს წყვდიადის ზღურბლზე.

მონად გაიხდის ღამის აჩრდილებს,

მთებს შემოაცლის ნისლის საბურველს,

ნათელს მოაფენს ზეცის კარიბჭეს,

რათა სამყარო მისით გაშუქდეს.

გულში ოცნება კვლავ გაცოცხლდება,

ბნელი ღამისგან დაობლებული,

ცვარიან ბალახს წვეთი მოსწყდება,

სევდის ცრემლებად დატოვებული.

კვლავ იხილავენ ვარდები ზეცას,

მიუალერსებს მათ მზის სხივები,

ქარს გაატანენ ნაზ სურნელებას,

მით რომ აივსოს მწვანე მინდვრები.

კიდევ მრავალი სხვა საოცარი,

მუდამ ამშვენებს სიცოცხლეს დილით,

თუმცა არსებობს სხვა სალოცავიც,

და მას კი ჰქვია დროის აჩრდილი.

სწორედ ის არის ქვეყნად ყოველი,

და არ არსებობს საზღვრები მისთვის,

დრო არასოდეს არვის მოელის,

დრო მეფეა და ის მუდამ მიჰქრის.

კვლავ დააწვება მთადაბარს ღამე,

შეიმოსება სიცოცხლე სევდით,

და მოლოდინით გაყინულ წამებს,

გააცამტვერებს სასტიკი ბედი.

ეს ასე არის და იყო მუდამ,

ქვეყნად ვერავინ ვერ შეცვლის ამას,

ხან იყო დღე და ხან ღამე დუმდა,

და ჩვენც მივყვებით ამ ლამაზ თამაშს.

მივყვებით ზღვამდე უსასრულობის,

სანამ ბოლოჯერ ჩამოჰკრავს ზარი,

და ჩვენ გავქრებით წამ და წამს შორის,

და ჩვენ წაგვიღებს უცნობი ქარი.

სწორედ ეს არის ცხოვრება მთელი,

მოლოდინია იმ ერთი წამის,

და მთავარია დილის ნათელი,

და მთავარია წყვდიადი ღამის...

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.