ამინდის პროგნოზი

ბმულები

და ისევ დადგა  ნეტარი წამი,

ღამემ მეფობა კვლავაც ინება,

მინდვრად დაეშვა სიმშვიდის ჟამი,

გზად პოეზიამ იწყო დინება.

გული გამევსო წმინდა გრძნობებით,

სულში აიმღვრა სევდის აჩრდილი,

გრძნობათა წვიმამ  ჩუმი გოდებით,

ლექსი მოქარგა ცრემლად დაღვრილი.

ჩემი კალამი ფუნჯად ქცეული,

ფურცლებს ჩუქნიდა გულის სიმღერებს,

მე სანთლის შუქზე  როგორც გრძნეული,

სულში ვიწვევდი სამოთხის ფერებს.

იყო ღამე და იყო სიმშვიდე,

ათასწლეულებს ითვლიდა მთვარე,

ზეცას იპყრობდა ვარსკვლავთ სიწმინდე,

ხოლო მიწას კი –  ფიქრთა სამარე,

ესმოდა მთვარეს ღამის ლოცვები,

უხმო წყვდიადში ქარის ნამღერი,

ფურცლებს ეკვროდა ცრემლი ოცნების,

როგორც ყვავილებს  სევდის ნამქერი,

დრო დაღლილიყო...  კვდებოდა წამი,

გულს არ სტოვებდა გრძნობის აჩრდილი,

 

და სანთლის შუქზე  ჩემი კალამი,

ღამისგან იყო  ცრემლად დაღვრილი.

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.