მიწას ბინდი დასწოლია,
სევდის ფერად ცოცხლობს ღამე,
ზეცას ცრემლი წამოსვლია
მთებში ქარი ითვლის წამებს.
ჩუმი ქროლვა წარსულ წლების
ღრუბლებს შავად აფერადებს,
მოგონების მკვდარი მთები,
სითბოს ართმევს გრძნობის თვალებს
მხოლოდ ცივი მდუმარება.
კლავს სამოთხეს მთვარის გულში,
მზე სიცოცხლის ფიქრში ქრება,
დრო გულს ახრჩობს სინანულში,
იდუმალი გრძნობის დარდით,
დღე კვდება და ღამე წვალობს,
თავს დასცქერის სევდის ვარდი,
სიყვარულის სასაფლაოს.







