ამინდის პროგნოზი

ბმულები

ღამე მაშინ გამოჩნდება,

მზეს რომ შეცვლის  ბინდი გლოვის,

დილა მაშინ გათენდება,

დრო რომ მოვა მთვარის მოკვლის,

ცისფერ მთებში დაქრის სევდა,

ოცნებებით წამებს ებრძვის,

მხოლოდ მაშინ გაჩერდება,

როცა ნახავს  ნაპირს ზეცის,

მთვარის შუქი აწევს ღამეს,

ოცნებები ქმნიან ქაოს,

დრო მეფობს და დრო ანათებს

სიყვარულის სასაფლაოს,

მოკვდავ სიტყვებს დასდევს გული,

ნისლში ლანდებს ხატავს გრძნობა,

მენატრება სიყვარული...

მენატრება მარტოობა...

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.