ამინდის პროგნოზი

ბმულები

ის მიუყვება ღამით ზღვის ნაპირს,

ზღვა მშვიდია და არც ქარი არ ქრის,

მას ესმის ღამის სიჩუმე მხოლოდ,

ამ სიჩუმეში  ოცნება ცოცხლობს,

ამ ოცნებაში გართული სწორედ,

უხმოდ მიჰყვება ფიქრების მორევს,

ღამე ვერ ფარავს სევდას თვალებში,

ის არსად ქრება  ცოცხლობს წამებში.

მიდის უსაზღვროდ  საით  არ იცის,

უსაზღვროებას საზღვრებს უძებნის,

უნდა იპოვოს  ის რასაც ეძებს,

თუმცა იცის რომ  ამას ვერ შეძლებს.

ის პოეტია, ცოცხლობს ლექსებით,

ცხოვრობს გრძნობათა წმინდა წესებით,

ბედნიერებას ეძებს ზეცაში,

ტკბება ჰანგებით  ქარის სმენაში,

დილით მზის სხივებს ესაუბრება,

სულით მათ სითბოს ის უერთდება,

საღამოს მთვარე უყვება ამბებს,

მერე ამ ამბებს ის ლექსად აქცევს.

ეხლაც ის ეძებს გრძნობებს ღამეში,

სულს არ უმშვიდებს ფიქრის თარეში,

ფიქრობს და ფიქრში ოცნებას ახვევს,

მასში ოცნება  იმედებს ბადებს,

ამ იმედებით ის ცოცხლობს დღემდე,

მასაც უნდა რომ მისთვის გათენდეს,

და ამ ძებნაში ჭეშმარიტების,

ის სევდიანი მიჰყვება ნაპირს.

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.