ზეცას რომ გავხედავ იქ მთვარე ხატია,
სიზმრით დახატული, ზეცის თეთრი გული,
ნეტა სიზმარია თუ მართლა ცხადია?!
ფურცელზე დაწერილი, ჩემი სიყვარული.
ვარსკვლავებს რომ ვხედავ, გულში მიხარია,
თითქოს ოცნებაა ქარში დაკარგული,
ნეტა მართალია, თუ ღამის ლანდია?!
ცრემლით მოვერცხლილი ჩემი სიყვარული.
როცა ღამის სიო სახეზე მეხება,
მათრობს თბილი სევდა მასში გახვეული,
ნეტა ნამდვილია, თუ მე მელანდება?!
გული სიყვარულის ალში გახვეული.
შორს სადღაც სიბნელეში ცეცხლები ანათებს,
ორი წერტილია და მგონი თვალებია,
ნეტა მართლა შენ ხარ, თუ ფიქრი მაწვალებს?!
თუ ეს უშენობის მკვდარი წამებია,
ქარი სიბნელეში უფრო ძლიერდება,
მაგრამ ჩემს ოცნებებს ის მე ვერ წამართმევს,
ნეტავ ასეთი რამ სხვაგან მეორდება?!
თუ ეს უცხო გრძნობა მარტო მე მადარდებს.
სულის სიმშვიდეა და თავისუფლება,
ეს მშვენიერებაა ამ უკუნ ღამეში,
ნეტა შენი ხელი მართლა მეფერება?!
თუ მზის სხივებია ჩემს ცივ სამარეში...







