მინდა გიმღერო ჩემი სიმღერა,
ჩემსავე გულში ჩუმად ნამღერი,
მინდა მოგიძღვნა ჩემი ლექსები,
ჩემს ხელის გულზე ცრემლით ნაწერი.
მინდა გიამბო მშვიდი ზღაპრები
სულში აგინთო თბილი სანთელი,
მინდა გაჩუქო თეთრი ვარდები
შენთვის გავაღო გულის სარქმელი.
მინდა გასმინო ჩემი ლოცვები,
უსიტყვოდ თქმული, უხმოდ ნამღერი,
მინდა გითხრა რომ სითბოდ მოვედი,
გულში გაგილღვო, თოვლის ნამქერი.
მინდა გაჩვენო ჩემი ტაძარი,
მზის თბილი სხივით გაბრწყინებული,
მინდა რომ გულის გაჩუქო ჯვარი,
გულის... უცრემლოდ ატირებულის,
მინდა რომ შენაც ასე გიყვარდე,
და შენც ამ ქვეყნად ცოცხლობდე ჩემთვის,
და თუ გამაგდებ და თუ დამტოვებ,
მაშინ მოვკვდები. მე მხოლოდ შენთვის.







