ამინდის პროგნოზი

ბმულები

2025 წლის 20 სექტემბერს ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის სააქტო დარბაზში საზეიმოდ გაიხსნა აჭარის პედაგოგთა IX რეგიონული კონფერენცია: „სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები “. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ აჭარის სკოლების პედაგოგები და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოწვეული სტუმრები აჭარის საგანმანათლებლო რესურს ცენტრებიდან. პედაგოგებს კონფერენციაზე შესაძლებლობა მიეცათ ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება სასწავლო - მეთოდური თვალსაზრისით.
საუკეთესო თემების წარდგენისათვის დაჯილდოვდნენ სსიპ ქალაქ ბათუმის მე - 8 საჯარო სკოლის მასწავლებლები :
Tiniko Kvachadze - ინგლისური ენა და ლიტერატურა
მადო წივწივაძე - ბიოლოგია

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.