🔹ბათუმის N8 საჯარო სკოლაში ხორციელდება სპორტული და სააქტო დარბაზების სრული რეაბილიტაცია, საკლასო ოთახების კეთილმოწყობა. განხორციელდა შენობის სახურავის, ფასადისა და სველი წერტილების რეაბილიტაცია.
🔹მიმდინარეობს ბათუმის N9 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის პროცესი. მოეწყო ღია სპორტული მოედანი. დასრულდა საკლასო ოთახების რეაბილიტაცია, ასევე დამატებით 9 ახალი საკლასო ოთახის მოწყობა, სპორტული და სააქტო დარბაზების რეაბილიტაცია, ასევე კეთილმოეწყო სკოლის ეზო.
🔹ბათუმის N20 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს გათბობის სისტემის სრული რეაბილიტაცია, საკლასო ოთახებისა და სველი წერტილების კეთილმოწყობა.
✅აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით ბათუმის N8, N9 და N20 სკოლებში დაგეგმილია დამატებითი სასწავლო კორპუსების მშენებლობა, რომელთა პროექტირებაც მიმდინარეობს.







