ამინდის პროგნოზი

ბმულები

ჩვენი სკოლა აქტიურად მონაწილეობს სპორტულ ღონისძიებებში მთელი წლის განმავლობაში და სიხარულით ვაცხადებთ, რომ ქვიშის ფრენბურთში ჩვენი ვაჟების გუნდი საპრიზო ადგილს დაეუფლა!
ეს გამარჯვება მხოლოდ სპორტული უნარების კი არა, არამედ მეგობრობის, შრომის და ერთობის შედეგია!
ვულოცავთ ჩვენს სპორტსმენებს და ვამაყობთ თქვენით!
წინ კიდევ მრავალი წარმატება გველის!
ხელმძღვანელი - ეთერ ხიმშიაშვილი @Khimshia Shvili

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.