ამინდის პროგნოზი

ბმულები

სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი თამარ ანანიძე აჭარის მასწავლებელთა სახლის მიერ  გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია. ქალბატონი თამარი სტაჟირებას გაივლის ცერნის საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრში, რაც ფრიად სასიხარულო ფაქტია ჩვენი სკოლისა და სრულიად რეგიონის ფიზიკის საზოგადოებისათვის. ჩვენ სიამოვნებით ვულოცავთ თამარს და მე-8 სკოლას ამ გამარჯვებას და ველოდებით იმ სიახლეების გაზიარებას, რასაც თამარი ცერნში ეზიარება👏🫶👏

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.