ამინდის პროგნოზი

ბმულები

🔹ოლიმპიური ჩემპიონის ნუგზარ ასათიანის სახელობის საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის დარბაზში, საქართველოს თასის გათამაშება დასრულდა. სადაც გამარჯვებული გახდა ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-10-ვ კლასის მოსწავლე - ანანო ჯინჭარაძე, ხოლო ბრინჯაოს მედალი ამავე სკოლის მე-10-ე კლასის მოსწავლე - ელენე თურმანიძეს ხვდა წილად!!
ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას!✨✨✨

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.