ამინდის პროგნოზი

ბმულები

სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში 2024 წლის 23 დეკემბერს ჩატარდა პროექტი სახელწოდებით - ARACNE. ამ პროექტის ფარგლებში ვიზიტით იმყოფებოდა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი ეკატერინე მუმლაძე. პროექტი ARACNE „ აბრეშუმის ხელოვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის როლის დაცვაა ეროვნულ და ევროპულ დონეზე “. პროექტში მონაწილეობას ღებულობს სკოლის ეკოკლუბი ,, ჩვენი გარემო “ - ოს წევრები.


პროექტი ARACNE არის ევროპის მასშტაბით მეაბრეშუმეობის განვითარებისთვის შექმნილი პლატფორმა, რომელშიც გაერთინაებულია 7 ქვეყანა - იტალია, საბერძნეთი, სლოვენია, ბულგარეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, საქართველო და 11 პარტნიორი ორგანიზაცია. პროექტის მიზანია ევროპული აბრეშუმის მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და მეაბრეშუმეობის ხელშეწყობა. მისი მთავარი იდეაა ახალი ევროპული აბრეშუმის გზის შექმნა, რომელიც, ისტორიაზე დაყრდნობით, შემოგვთავაზებს კულტურულ მარშრუტს ტურისტებისთვის, მკვლევარებისათვის, მეწარმეებისათვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.