ამინდის პროგნოზი

ბმულები

📍გაიცანით აჭარის რეგიონის ინტელექტუალი და გამორჩეული მოსწავლეები და მათი პედაგოგი, მაია ჩაგანავა. ისინი წარმოადგენენ ბათუმის N8 საჯარო სკოლას.


✅ მოსწავლეები და პედაგოგი მონაწილეობენ ქი ქონსალთინგის ლიდერთა სკოლის ინტელექტუალურ პროექტში, რომელშიც საქართველოს მასშტაბით, ყველაზე აქტიური მოსწავლეები და მათი გამორჩეული პედაგოგები არიან ჩართულნი.
📍მოსწავლეები და პედაგოგი, ქი ქონსალთინგისგან საზეიმოდაც დაჯილდოვდნენ, ქი ქონსალთინგის მიერ სასტუმრო რედისონში გამართულ ღონისძიებაზე
✅პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ეუფლებიან გუნდურობისა და კომუნიკაციის უნარებს, ეჩვევიან პრეზენტაციებსა და საჯარო გამოსვლებს. ისინი დავალებებს ქართულ და ინგლისურ ენებზე ქმნიან.
📍თუ გსურთ, თქვენს კლასთან ერთად (მეორე კლასის ზემოთ) ჩაერთოთ ინტელექტუალურ აქტივობებში და მონაწილეობა მიიღოთ პროექტის საზეიმო დაჯილდოების ცერემონიაში, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://docs.google.com/…/1FAIpQLSdEYlKvfWKGJB2fEC…/viewform?

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.