ამინდის პროგნოზი

ბმულები

 ▶️დაჯილდოვდა 142 მოსწავლე, რომელთაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საგნობრივ ოლიპმიადებსა და კონკურსებში გაიმარჯვეს.
✅მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და წახალისების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2012 წლიდან ატარებს საგნობრივ ოლიმპიადას 6 საგანში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისური ენაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში.
✅სამინისტრო ასევე ატარებს კონკურსს დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის - ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში, ლიტერატურულ მარათონს, სახვითი ხელოვნების კონკურსს და სპორტულ შეჯიბრს.
▶️2023 წელს კონკურსებსა და ოლიმპიადებში საჯარო და კერძო სკოლების 15000 - მდე მოსწავლე მონაწილეობდა.
▶️კონკურსებსა და საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს ლეპტოპები, პლანშეტები, სმარტ საათები და სიგელები გადასცეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ქალაქ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ჯემალ სურმანიძემ.

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.