08.06.2024.Batumi. Georgien
Aktionstag-Deutsch für Groß und Klein.
Standort: Staatliche Shota Rustaveli Universität Batumi.
გერმანული ენა დიდებისა და პატარებისათვის.
გერმანული ენის დღე ბათუმში.
ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის 5-ე კლასის მოსწავლეებმა (მასწ. ნანული დიასამიძე) მონაწილეობა მიიღეს გერმანული ენის დღისადმი გამართულ აქციაში. ოფიციალური გახსნის შემდეგ მოსწავლეებს და ასევე მათ მშობლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ შესანიშნავად ორგანიზებულ ვორკშოფებს, საინფორმაციო შეხვედრებს, საუბრებს *რატომ გერმანული?*/*Warum -Deutsch?*
მოსწავლეებმა, მშობლებმაც და პედაგოგებმაც მიიღეს ბევრი საჩუქარი, წიგნები, საინფორმაციო ბუკლეტები, სასწავლო რესურსები, სუვენირები.
5-ე კლასის მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს გერმანიის ელჩის მოადგლესთან საქართველოში ქალბატონ ტანია ჰუტთან და ავსტრიის ელჩთან საქართველოში ბატონ თომან მიულერთან.
უღრმესი მადლობა საქართველოში მოღვაწე ყველა გერმანულ და
ავსტრიულ ინსტიტუციების მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის.