ამინდის პროგნოზი

ბმულები

სსიპ - ქალაქ ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის მე-7ა და მე-7 ვ  კლასების (მასწავლებელი თამთა  კვარაცხელია) და მე-9  დ  და  მე-9 ე  კლასების  (მასწავლებელი თინათინ  კვაჭაძე)  მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს eTwinning-ის ფარგლებში ინიცირებულ საერთაშორისო პროექტში „პრევენცია უკეთესია, ვიდრე განკურნება“. პროექტი ეხებოდა მდგრადი განვითარების მე-3 მიზანს-  ,,ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა”. პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება  ჯანსაღი ცხოვრების წესების შესახებ და იმ უნარების განვითარების ხელშეწყობა, რომლებიც აუცილებელია ჯანსაღად ცხოვრებისთვის.  

       eTwinning პროგრამა წარმოადგენს ევროკომისიის ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობს ევროპის სკოლების თანამშრომლობითი პარტნიორობის ჩამოყალიბებას. მისი მთავარი მიზანია ევროპის მასშტაბით სკოლების არაფორმალური დაძმობილება. აქვს ხარისხისა და მხარდაჭერის უნიკალური სტრუქტურა, რომელსაც სთავაზობს  სწავლების ყველა საფეხურის ყველა საგნის  მასწავლებელს. გამოცდილებათა გაზიარება ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასა და სწავლა-სწავლების პროცესების დახვეწას, შესაბამისად, მოსწავლეთა სოციალური უნარებისა თუ აკადემიური შედეგების გაუმჯობესებას.

       პროექტში ქართველ მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდნენ პროექტის ფარგლებში პარტნიორი ქვეყნების - საბერძნეთის, თურქეთის, კვიპროსის, იტალიისა და ესპანეთის - სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები. პროექტის განმავლობაში მოსწავლეები მუშაობდნენ ჯგუფებად და ინდივიდუალურად. პროექტის მიზნებისა და დაგეგმილი აქტივობების შესაბამისად მოსწავლეებმა შეავსეს სხვადასხვა სახის კითხვარები, დაგეგმეს და შექმნეს მრავალფეროვანი რესურსები ინტერვიუების, ლოგოებისა და საპრეზენტაციო ფაილების სახით. პროექტის მსვლელობისას, ეტაპობრივად,  მოსწავლეებმა თავიანთი ნაშრომები გამოაქვეყნეს ონლაინპორტალზე და ზეპირად წარმოადგინეს აუდიტორიის წინაშე ონლაინშეხვედრების დროს. პროექტის დასკვნით, შემაჯამებელ ეტაპზე შეაფასეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, მიიღეს მონაწილეობა მოსაზრებათა განხილვებში, დისკუსიებში.

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.