შეიძლება ადამიანს ჰქონდეს რაიმე გატაცება. ის, რაც ერთი ადამიანისთვის პროფესიაა, შეიძლება მეორისთვის იყოს ჰობი.
,,პროფესია თუ ჰობი" - ამ მიზნით სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის II ე (დამრ. ირმა დევაძე) კლასის მოსწავლეები შეხვდნენ უფროსს მეგობრებს აჩი ჯაიანს( ტიკტოკერი, ბლოგერი, იუთუბერი, ფეხბურთელი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტი), ლუკა ხალვაშს და ირაკლი სხილაძეს( X ე კლასის მოსწავლეები, ჰობი- ხატვა , მუსიკა).
სტუმრებმა ისაუბრეს თავიანთ საქმიანობაზე, გატაცებაზე, მიღწევებზე. უპასუხეს მოსწავლეთა შეკითხვებს. ასევე ისაუბრეს: ფეხბურთსა და გამოჩენილ ფეხბურთელებზე, ხეზე წვით ხატვის ხერხებზე, მასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების დაცვის წესებზე, თუ რა ძალა აქვს მუსიკას ადამიანისთვის.
ბავშვებმა დაათვალიერეს ნახატები, შეასრულეს ხეზე წვით ხატვა, მოისმინეს სიმღერები. დაუკრეს რამდენიმე აკორდი გიტარაზე . პატარებმა სიმღერითა და ცეკვით წარმოაჩინეს თავი.
დაესწრნენ საფეხბურთო მასტერკლასს და მიიღეს ავტოგრაფიც.
სამივე შეხვედრა ძალიან საინტერესო, სახალისო და დასამახსოვრებელი იყო.
II ე კლასის მოსწავლეებს დიდხანს გაჰყვებათ მიღებული ემოცია და შთაბეჭდილება.