ამინდის პროგნოზი

ბმულები

მოხალისეობრივი აქცია ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში

არაჩვეულებრივად სასიამოვნო დღე ჩვენი სკოლის მოსწავლეებისათვის💝💝💝

 18 აპრილს USAID სამოქალაქო განათლების პროგრამა / USAID Civic Education Program -ისა და საქველმოქმედო ორგანიზაცია “სადაგი”-ს ერთობლივად დალაგების მხარდაჭერით, სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში განხორციელდა პროექტი “მე ვალაგებ საქართველოს”. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ დალაგებისათვის აუცილებელი რესურსები და ტკბილეული.

მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის ეზო და მისი მიმდებარე ტერიტორია.

შეგროვებული პარკები მოათავსეს მიმდებარე ნაგვის ურნებში.

აქციას შეუერთდა სკოლის დირექტორი ქალბატონი ქეთევანი და სამოქალაქო განათლების პედაგოგი მაკა ხინთიბიძე.

აქტივობის დასრულების შემდგომ აქციის მონაწილეებმა მიირთვეს კომპანია

Sadagi-ის მიერ გამოგზავნილი ორცხობილები.

მადლობა ორგანიზაციას მოწოდებული რესურსებისა და ტკბილეულისთვის

#სახალისოდალაგებაSadagi

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.