ამინდის პროგნოზი

ბმულები

2024 წლის 8 აპრილს, ზურაბ გორგილაძის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის VIIIა (დამრ.ლამზირა ტაბიძე) კლასის მოსწავლეები, ისტორიისა და ქართული ენის მასწავლებლები ლამზირა ტაბიძე და ლიანა ფასეიშვილი იმყოფებოდნენ ზურაბ გორგილაძის სახელობის მუზეუმში.
აგრეთვე ამ დიდი პოეტის უკვდავსაყოფად და სადიდებლად პატივი მიაგეს მის საფლავს.

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.