ამინდის პროგნოზი

ბმულები

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ესტუმრა ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლას და საინტერესო საინფორმაციო შეხვედრა გამართა N8, N3 და N15 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან.

აღნიშნული ლიცეუმი არის საჯარო სკოლებს შორის ერთ-ერთი ავტორიზებული დაწესებულება, რაც მაღალი დონის ინფრასტრუქტურასა და სწავლების გამართულ პროცესს ნიშნავს.

მადლობა შეხვედრის ორგანიზატორებს: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს!

 

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.