სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-9 ბ (დამრ. მაია გაბაიძე) კლასის მოსწავლეები ეწვივნენ კოლეჯი ბლექსი -ს პროფესიულ სასწავლებელს. მოზარდები ეზიარენ და გაეცნენ პროფესიებს, რომლებსაც შრომით ბაზარზე დიდი მოთხოვნა აქვს (კულინარია, საკონდიტრო სპეციალობა, ელექტროობა, კერვა, ქარგვა, კომპიუტერული ტექნოლოგიები და გიდის სპეციალობა). მოსწავლეებმა პროფესიონალ კონდიტერებისა და შეფმზარეულების დახმარებით ძალიან გემრიელი კერძებისა და საკონდიტრო ტკბილეულის დამზადებაში მიიღეს მონაწილეობა, რასაც მოყვა ამ უგემრიელესი კერძების დაგემოვნებაც. ,,დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კოლეჯ- ბლექსის ხელმძღვანელობას და მის გუნდს, რა თქმა უნდა ქალბატონ ნინოს თბილი მიღებისა და ორგანიზებისათვის. ვიმედოვნებ, რომ ასეთი ღონისძიებები ჩვენს მოსწავლეებს გაუადვილებს პროფესიების სწორ არჩევანს“- აღნიშნავს დამრიგებელი მაია გაბაიძე.







