
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განხორციელდა პროგრამა "საერთაშორისო მეგობრობა სამეცნიერო განათლების გზით".
თურქეთის რესპუბლიკის სამეცნიერო ბანაკის საზაფხულო პროგრამაში მონაწილეობის მიზნით 2024 წლის 11-17 აგვისტოს იწვევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან მოსწავლეებს.
სამეცნიერო ბანაკის მიზანია ინტერაქტიული აქტივობებით მოსწავლეების მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესების ხელშეწყობა. ბანაკში მიღებული გამოცდილება მოსწავლეებს დაეხმარება ლიდერობის, გუნდური მუშაობის, კომუნიკაციისა და პრობლემების გადაწყვეტის უნარების განვითარებაში. ასევე, მოსწავლეებს ექნებათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან დამეგობრებისა და მათთვის საკუთარი ქვეყნის კულტურის გაცნობის შესაძლებლობა.
გვეამაყება ეს სასიხარულო ამბავი.💝







